მოქალაქეებს კომუნალური გადასახადების სუბსიდირებაზე უარის თქმა 11 იანვრამდე შეუძლიათ

© photo: Sputnik / Stringerელექტროგადამცემი ხაზები
ელექტროგადამცემი ხაზები - Sputnik საქართველო
გამოწერა
მთავრობა მოსახლეობის ნაწილს კომუნალურ გადასახადებს ზამთრის პერიოდში დაუფარავს. ხოლო მათ, ვისაც სუბსიდიაზე უარის თქმა სურს, ამის გაკეთება სპეციალური ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით შეუძლიათ

თბილისი, 9 იაბვარი– Sputnik. დეკემბრის თვის კომუნალურ სუბსიდირებაზე უარის თქმის ბოლო ვადა 11 იანვარია, იუწყება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია (სემეკი).

საიდან იღებს თანხას ფინანსთა სამინისტრო ელექტროენერგიის ტარიფის სუბსიდირებისთვის>>

მთავრობის გადაწყვეტილებით, ყველას, ვინც თვეში მოიხმარს 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას და 200 კუბურ მეტრზე ნაკლებ ბუნებრივ აირს, კომუნალური გადასახადი ზამთრის პერიოდში მთლიანად უფინანსდება. ხოლო მათთვის, ვისაც კომუნალურ მომსახურებაზე სახელმწიფო სუბსიდიაზე უარის თქმა სურს, სპეციალური ელექტრონული პლატფორმაა შემუშავებული.

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გახარია: წყლის გაზრდილ ტარიფს სოციალურად დაუცველებს სახელმწიფო სრულად დაუფარავს

მთავრობის მიერ კომუნალურების გადახდაზე უარის თქმა შეუძლიათ: ელექტროენერგიის შემთხვევაში - „თელასისა“ და  „ენერგო პროს“ აბონენტებს, ბუნებრივი გაზის შემთხვევაში კი - „თბილისი ენერჯის“, „სოკარის“ ან სხვა პატარა ლიცენზირებული კომპანიების მომხმარებლებს.

მოქალაქეებს, რომლებსაც ეხებათ კომუნალური სუბსიდირება, თუმცა სურთ, არ ისარგებლონ შეღავათებით, უარის დაფიქსირება შეუძლიათ სემეკის ვებგვერდზე.

როგორც მარეგულირებელ კომისიაში განმარტავენ, კომუნალურ შეღავათებზე უარის თქმის პლატფორმის შექმნის საფუძველს წარმოადგენს იმ მოქალაქეთა გარკვეული ნაწილის მოთხოვნა, რომლებსაც ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის მოხმარების მოცულობებიდან გამომდინარე სუბსიდირება შეეხოთ.

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
ელექტროენერგიაზე გაზრდილი ტარიფის სუბსიდირებას სახელმწიფო თავის თავზე აიღებს

საქართველოში კორონავირუსის პანდემიის გამო დაიხურა სავაჭრო, საზოგადოებრივი კვების ობიექტები, გაჩერდა ტრანსპორტი და სხვ., ამიტომ მოსალოდნელია უმუშევართა რაოდენობის ზრდა. კონკრეტულად რამდენი ადამიანი დარჩა უმუშევარი, ჯერჯერობით უცნობია. პრობლემა შეეხო დასაქმებულებსაც და თვითდასაქმებულებსაც. სახელმწიფო მათ და მთლიანად მოსახლეობას დახმარებას შეჰპირდა უმუშევრობისა და პროდუქტებზე ფასების ტოტალური მომატების პირობებში.

იმ აბონენტების რაოდენობა, ვინც ყოველთვიურად 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას მოიხმარს, 1,2 მილიონს შეადგენს და სახელმწიფო დაახლოებით 17 მლნ ლარს გამოყოფს ამ მოქალაქეებისთვის კომუნალური გადასახადების დასაფარად.

გახარია: ახალი წლიდან მიზნობრივი სოციალური დახმარების ახალი ტალღა იწყება>>

ასევე საქართველოში 670 ათასი აბონენტია, რომელიც თვეში 200 კუბურ მეტრამდე ბუნებრივ აირს მოიხმარს – სახელმწიფო ამ გადასახადების დასაფარად 27 მლნ ლარს გამოყოფს.

ყველა ახალი ამბავი
0