08:50 19 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9801
  • 100 RUB4.4446
  • USD3.2994
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს ეკონომიკა (899)
1084 0 0

2021 წელს საქართველო დაახლოებით 18,4 მილიარდ ლარს დახარჯავს, საიდანაც საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლების ხელფასებს 1,6 მლრდ ლარი მოხმარდება

თბილისი, 2 იანვარი — Sputnik. ახალი წლის 1 იანვრიდან საქართველოში ახალი სახელმწიფო ბიუჯეტი შევიდა ძალაში, რომლის თანახმადაც ქვეყანა 2021 წელს დაახლოებით 18,4 მლრდ ლარს დახარჯავს.

ამ თანხიდან სახელმწიფო სამსახურში დასაქმებულთა ხელფასებზე 1,6 მლრდ ლარი დაიხარჯება. ამასთან საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომელთა რაოდენობა 112,57 ათას კაცს შეადგენს.

სულ 2021 წელს ადმინისტრაციული ხარჯები 3,3 მლრდ ლარს მიაღწევს.

რაც შეეხება სახელმწიფო ვალს, მისი მოცულობა 33,7 მლრდ ლარია, საიდანაც 27,7 მილიარდი ქვეყნის საგარეო ვალია.

ფინანსირების სფეროები

ბიუჯეტის მთავარი პრიორიტეტებია: ჯანდაცვა, სოცილაური დაცვა, ინფრასტრუქტურის განვითარება და განათლება.

ქვეყნის ბიუჯეტიდან ათი მთავარი სფეროს დაფინანსება ასეთი იქნება:

  • საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება — 1 285 694 300
  • საერთაშრისო ურთიერთობები — 173 725 000
  • შეიარაღებული ძალები — 404 878 000
  • ჯანდაცვა — 1 664 969 000
  • განათლება — 1 699 208 000
  • სოციალური დაცვა — 4 327 561 000
  • სოფლის მეურნეობა — 347 350 000
  • საავტომობილო გზები და ტრანსპორტი — 1 538 000 000
  • დასვენება, კულტურა და რელიგია — 360 599 000
  • ტურიზმი — 62 880 000

ძირითადი სფეროების გარდა, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ასევე დაფინანსდება:

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც 2021 წელს 69,2 მლნ ლარს მიიღებს;

საქართველოს საპატრიარქო — 25 მლნ ლარი;

სამხარეო ადმინისტრაციები  — 640–დან 880 მლნ ლარამდე — რეგიონის მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით.

სახელმწიფო ბიუჯეტის ძირითადი შემოსავლები — ეს გადასახადებია. 16,758 მილიარდი ლარიდან გადასახადების წილად 10,3 მლრდ ლარი მოდის. ამ თანხის ძირითად ნაწილს — 5,9 მლრდ ლარს საქონელზე და მომსახურებაზე გადასახადები შეადგენს, 3,3 ,ლრდ ლარს — ფიზიკური პირების გადასახადები, ხოლო 951 მლნ ლარს — საწარმოთა გადასახადები.

 

 

თემები:
საქართველოს ეკონომიკა (899)

მთავარი თემები