14:32 27 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0032
  • 100 RUB4.3714
  • USD3.3011
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
195 0 0

2021 წლის ბიუჯეტი ითვალისწინებს ანტიკრიზისულ პერიოდში მოსახლეობის დახმარებაზე 310 მილიონი ლარის, ხოლო ბიზნესის დასახმარებლად - 430 მილიონი ლარის გამოყოფას

თბილისი, 29 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი, რომელიც ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევის - გლობალური ეკონომიკური კრიზისის და კორონავირუსის პანდემიის გათვალისწინებით არის შედგენილი.

პროექტს მხარი დაუჭირა 82-მა დეპუტატმა.

2021 წლის ბიუჯეტი ითვალისწინებს ანტიკრიზისულ პერიოდში მოსახლეობის დახმარებისთვის 310 მილიონი ლარის, ხოლო ბიზნესის დასახმარებლად - 430 მილიონი ლარის გამოყოფას.

ბიუჯეტში ჩადებული მოსახლეობის სოციალური დახმარება ითვალისწინებს დახმარების გაცემას უმუშევრების, მრავალშვილიანი ოჯახებისა და შშმ პირთათვის, ხოლო ბიზნესის დახმარება სხვადასხვა საგადასახადო შეღავათების შემოღებას გულისხმობს.

რა პარამეტრებით არის შედგენილი ბიუჯეტი

საქართველოს მთავრობის პროგნოზით, 2021 წელს ეკონომიკური ზრდა 4,3%-ს შეადგენს.

პროგნოზი ითვალისწინებს როგორც მშპ-ს ზრდის მიმდინარე მაჩვენებლებს, ისე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მონაცემებს მომდევნო წელს მსოფლიო ეკონომიკის ზრდის შესახებ, მათ შორის საქართველოსთვის გაკეთებულ პროგნოზებს.

2021 წლის ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების პროგნოზი

მაჩვენებელი 2020 2021
ეკონომიკური ზრდა, % -5,0 4,3
დეფლატორი, % 5,5 3,8
მშპ-ს მოცულობა, მლრდ ლარი 49,3 53,4
შემოსულობები კონსოლიდირებულ ბიუჯეტში, მლრდ ლარი 11,05 12,05
სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი, % 9,1 7,5

ამიტომ მთავრობამ გადაწყვიტა შეადგინოს ბიუჯეტი მშპ-ს 4,3%-იანი ზრდის მიხედვით და 3,8%-იანი დეფლატორის გათვალისწინებით. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მეთოდოლოგიით, სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი არ უნდა აღემატებოდეს მშპ-ს 2,6%-ს.

ნომინალური მშპ-ს პროგნოზი გაკეთებულია 53,4 მილიარდი ლარის დონეზე, შედარებისთვის, გასულ წელს ის 49,3 მილიარდ ლარს შეადგენდა.

ბიუჯეტის მთლიანი დეფიციტის პროგნოზი 7,5%-ის დონეზე განისაზღვრა.

საბიუჯეტო სახსრების განაწილება

ასიგნებები სახელმწიფო ბიუჯეტიდან განისაზღვრა 18,4 მილიარდი ლარის ოდენობით, მათ შორის საბიუჯეტო სახსრები - 16,9 მილიარდი ლარით, ხოლო დონორების დაფინანსება - 1,5 მილიარდი ლარით.

2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საპროგნოზო მაჩვენებლები (მლნ ლარი)

  2020 2021
შემოსულობები სახელმწიფო ბიუჯეტში 18 420,3 16 758,1
საგადასახადო შემოსულობები  8 979,4 10 342,3
ასიგნებები 15 923,8 18 384,5

2021 წელს ყველაზე მეტ დაფინანსებას მიიღებენ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, ასევე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროები.

ამასთან, ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება 5,56 მილიარდ ლარს შეადგენს.

განათლების სამინისტროს ბიუჯეტი გაიზრდება 263,8 მილიონი ლარით და 1,8 მილიარდ ლარს შეადგენს.

გარდა ამისა, ბიუჯეტში გათვალისწინებულია, რომ თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი შეადგენს 900 მილიონ ლარს, ხოლო თავდაცვისთვის გაანგარიშებული მთლიანი ხარჯი - მშპ-ს 2%-ს, როგორც ეს ნატოს სტანდარტებით არის გათვალისწინებული.

გარდა ამისა, ბიუჯეტში თითქმის 1,14 მილიარდი ლარი გამოყოფილია პანდემიასთან ბრძოლის მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმაზე და მოსახლეობის დახმარებაზე.

სამინისტროების და მთავარი უწყებების ასიგნებები (მლნ ლარი)

უწყება      2020 წელი 2021 წელი
პარლამენტი     60,7 64,7
პრეზიდენტის ადმინისტრაცია  6,25  6,25
მთავრობის ადმინისტრაცია 15,5  16,0
სუსი          136,5         137,5
ფინანსთა სამინისტრო 81,0  88,9
ინფრასტრუქტურის სამინისტრო 7 010,0 5 700,0
ეკონომიკის სამინისტრო 822,4         469,8
იუსტიციის სამინისტრო 224,0 246,5
ჯანდაცვის სამინისტრო 5 515,0 5 563,0
საგარეო საქმეთა სამინისტრო 156,0         174,2
თავდაცვის სამინისტრო 805,0         900,0
შსს   760,0         790,0
სოფლის მეურნეობის სამინისტრო 476,9         463,6
განათლების სამინისტრო 1 538,8 1 802,6
შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი 2,6      2,6

     

 

მთავარი თემები