18:15 19 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9801
  • 100 RUB4.4446
  • USD3.2994
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
ღვინის კულტურა და მეღვინეობა (96)
99 0 0

The Morning Claret-ის დამფუძნებელმა და რედაქტორმა საიმონ ვულფმა, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით ღვინის ერთ-ერთ საუკეთესო შემფასებელია, 2016 წელს წარმოებულ „საფერავს" საუკეთესო შეფასება მისცა.

თბილისი, 28 დეკემბერი – Sputnik. 2020 წელს საუკეთესო ხუთ ღვინოს შორის გამორჩეული ადგილი ქართულმა ღვინომ დაიკავა, იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო.

The Morning Claret-ის დამფუძნებელმა და რედაქტორმა, ბესტსელერის „ქარვისფერი რევოლუცია“ (Amber Revolution) ავტორმა საიმონ ვულფმა, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით ღვინის ერთ-ერთ საუკეთესო შემფასებლად ითვლება, 2020 წლის შემაჯამებელ სტატიაში მკითხველს ხუთი ღვინო გააცნო, საიდანაც ერთი ქართული ღვინოა – 2016 წელს წარმოებული „საფერავი".

საიმონ ვულფი განმარტავს, რომ ოჯახური ტიპის მეღვინეობა „ბიომარნის" საფერავი „ნამდვილი ვარსკვლავი" და სრულიად განსაკუთრებულია. რაც შეეხება თავად სახელს – „ბიომარანი", ავტორი წერს, რომ ეს შთაგონებას იწვევს, რადგანაც, ტექნიკური აღწერის თანახმად, მათ მიერ წარმოებული ღვინო „ორგანულზე გადასვლის“ ეტაპს გადის, რაც, მისი შეფასებით, ძალიან კარგი დასაწყისია.

„ბიომარანმა" ჭეშმარიტად გამაოგნებელი ღვინო მიიღო, რომელიც მაგონებს უდიდეს ლუარის კაბერნე ფრანკს (Loire Cab Franc)", – წერს ვულფი.

მისი შეფასებით, ამ ღვინოში სწორადაა შენარჩუნებული საფერავის წითელკენკროვანი გემო, ისევე, როგორც მისი მწკლარტე, მაგრამ დახვეწილი ტანინი.

„ლაღად იგრძნობა შეთამაშებული მიწის სურნელი, რასაც ისევ Cab Franc-მდე მივყავარ. ეს კი აღფრთოვანებას გვმატებს! ეს საფერავი ნადვილი vin de soif-ია, ტიპურობითა და ენერგიით დატვირთული. და როგორც ყველა კარგი ქვევრის ღვინის შემთხვევაში, აქ ვერ ნახავთ ვერც ჭარბ ჟანგბადიანობასა და ვერც მუხის კასრის ზედმეტ გემოებს, რაც ამ ღვინოს განსაკუთრებით სახალისოს ხდის", – წერს საიმონ ვულფი.

ამასთან, ღვინის გამორჩეული შემფასებელი „ბიომარანს" მადლობას უხდის, რომ ეს 2016 წლის ღვინო ახლა გამოუშვა და არა მის ადრეულ ეტაპზე, რადგან, მისი აზრით, ეს ღვინო ბევრად კარგია, როდესაც ის რამდენიმეწლიანი დაძველებითაა.  

ჩინეთში ქართული ღვინით დაინტერესდნენ>>

საიმონ ვულფი ბევრს საუბრობს „ბიომარნის" ღვინოზე და სტატიას იმ იმედით ასრულებს, რომ „თუ ქისი და ხიხვიც ასეთივე კარგია, მხოლოდ ამისთვის ღირს მოუთმენლად დაველოდოთ 2021 წელს”.  

გარდა ქართული ღვინისა, საიმონ ვულფის წლის მაღალი შეფასება ესპანურმა, ფრანგულმა, სლოვაკურმა და იტალიურმა ღვინოებმა დაიმსახურეს.

თემები:
ღვინის კულტურა და მეღვინეობა (96)

მთავარი თემები