07:57 21 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9977
  • 100 RUB4.4864
  • USD3.2982
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს ეკონომიკა (904)
48 0 0

ტრანზაქცია უზრუნველყოფს საქართველოში კომპანიების საჭირო დაფინანსებას, რათა მათ მიმდინარე პანდემიით შექმნილი საბრუნავი კაპიტალის პრობლემები გადაჭრან.

თბილისი, 21 დეკემბერი – Sputnik. ევროპის საინვესტიციო ბანკი, რომელიც ევროკავშირის გრძელვადიანი დაკრედიტების ინსტიტუტს წარმოადგენს, „პროკრედიტ ჯგუფს“ 10 მილიონ ევროს გამოუყოფს, რათა შექმნას ახალი საკრედიტო ხაზი და დაეხმაროს მცირე და საშუალო საწარმოებს, ასევე საშუალო კაპიტალიზაციის მქონე ბიზნესებს COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული კრიზისის დაძლევაში, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.

ტელეკომპანიის ცნობით, კომპანიებისთვის ხელმისაწვდომი იქნება საკრედიტო ხაზები სხვადასხვა, მათ შორის ეროვნულ ვალუტაში.

აღნიშნული ინვესტიცია წარმოადგენს COVID-19-ის პანდემიაზე „ევროპის გუნდის“ საგანგებო რეაგირების ნაწილს, რომლის მიზანია, ევროკავშირის პარტნიორ ქვეყნებს დაეხმაროს სამუშაო ადგილების, ლიკვიდურობის და ბიზნეს–ოპერაციების შენარჩუნებასა და ეკონომიკის აღდგენაში.

ევროპის საინვესტიციო ბანკის სესხი ასევე გააძლიერებს საქართველოს ეროვნულ საბანკო სექტორს და მის შესაძლებლობებს, ხელი შეუწყოს ქვეყნის ეკონომიკის აღდგენას.

აღნიშული ინვესტიცია არის „პროკრედიტთან“ დადებული 55 მილიონი ევროს რეგიონული შეთანხმების ნაწილი, რომლითაც მსგავსი საკრედიტო ხაზები ასევე შეიქმნება „პროკრედიტ ჯგუფში“ უკრაინაში (25 მილიონი ევრო) და მოლდოვაში (20 მილიონი ევრო).  

ეროვნული ბანკი საქართველოს სავალუტო ბაზრის რეფორმას იწყებს>>

ბანკში ფიქრობენ, რომ ეს ხელს შეუწყობს ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში COVID-19-ის კრიზისის სწრაფად დაძლევას.

თემები:
საქართველოს ეკონომიკა (904)

მთავარი თემები