01:48 17 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0033
  • 100 RUB4.4956
  • USD3.2987
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (2862)
66 0 0

ტურიზმთან დაკავშირებულ 6 118 კომპანიას 1 ნოემბრამდე ჰქონდა გადავადებული ქონებისა და საშემოსავლო გადასახადის გადახდები

თბილისი, 17 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს მთავრობა ტურისტული სექტორის დასახმარებლად დაასუბსიდირებს საბანკო კრედიტების პროცენტს, იმის მიუხედავად, რამდენად დროულად გადაიხდიან მეწარმეები თავის წილ კონტრიბუციას, განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ.

ტურისტული სექტორი, რომელშიც დაახლოებით 150 ათასი ადამიანი დასაქმებული, ყველაზე მეტად დააზარალა კორონავირუსის პანდემიამ, ამიტომ ამ სფეროს და ტურიზმთან დაკავშირებული დარგების დახმარება მთავრობის პრიორიტეტს წარმოადგენს.

„ჩვენ პროგრამაში „აწარმოე საქართველოში“ შევიტანეთ კიდევ ერთი დაზუსტება, რომლის ინიციატორებიც იყვნენ ზამთრის კურორტებზე მდებარე სასტუმროები და მათთან გვქონდა შეხვედრა, მაგრამ ვაკეთებთ მთლიანად ტურისტული ინდუსტრიისთვის. კერძოდ, დღემდე ჩვენი სესხის პროცენტის თანადაფინანსება მათ ერიცხებოდათ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ისინი თავის წილ კონტრიბუციას გადაიხდიდნენ. ეს ხშირად იყო რთული, განსაკუთრებით დღეს, როდესაც საბრუნავი საშუალებები შეზღუდული აქვთ და ზოგს საერთოდ არ აქვს შემოსავალი. ამიტომ ჩვენ ეს შეზღუდვა მოვხსენით“, - განაცხადა თურნავამ.

რთულ მდგომარეობაში მყოფი ტურისტული სექტორის დახმარება საქართველოს ხელისუფლებამ პანდემიის პირველივე დღეებში დაიწყო. ტურიზმთან დაკავშირებული 6 118 კომპანიისთვის 1 ნოემბრამდე ქონებისა და საშემოსავლო გადასახადები გაუქმდა. მოგვიანებით სასტუმროები და რესტორნები ქონების გადასახადისგან 2021 წელსაც გაათავისუფლეს.

გარდა ამისა, 2,2 ათასმა სასტუმრომ ექვსი თვის განმავლობაში საბანკო სესხების 80%-ის სუბსიდირება მიიღო. ამასთან კომპანიებს საკუთარი სესხების რესტრუქტურიზაციის შესაძლებლობა მიეცათ.

სასტუმროებისა და რესტორნების საბანკო კრედიტების პროცენტის სუბსიდირება ექვსი თვის განმავლობაში გაგრძელდება. ბენეფიციარების სავარაუდო რაოდენობაა - 3,7 კომპანია.

პროგრამის მიზანია დაეხმაროს საოჯახო, მცირე და საშუალო ტიპის სასტუმროებს კომერციული ბანკების წინაშე ფინანსური ტვირთის შემსუბუქებასა და ბაზარზე ოპერირების გაგრძელებაში.

თემები:
COVID-19 საქართველოში (2862)

მთავარი თემები