თურნავა: „სარესტორნო ბიზნესი მაქსიმალურად ცდილობს დასაქმებულთა შენარჩუნებას“

© Sputnik / Alexander Imedashviliდაკეტილი კაფეები და რესტორნები
დაკეტილი კაფეები და რესტორნები - Sputnik საქართველო
გამოწერა
შეხვედრაზე განიხილებოდა საგადასახადო შეღავათების ტექნიკური საკითხები, სამუშაო ადგილების შენარჩუნების საკითხი და გატანის სერვისთან დაკავშირებული საკითხები

თბილისი,  8 დეკემბერი – Sputnik. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა სარესტორნო ინდუსტრიის, მათ შორის სტუმარ-მასპინძლობის სექტორის საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებს შეხვდა, იუწყება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
აშშ-ში მოღვაწე ქართველმა ექიმმა გიორგი გახარიას საკუთარი გამოცდილება გაუზიარა - ვიდეო

შეხვედრას ინდუსტრიის სხვადასხვა ასოციაციები - „რესტორატორთა ასოციაციის“, „გასტრონომიის ასოციაციის“, „გასტრონომიული ტურიზმის ბიზნესასოციაციისა“ და 30-მდე რესტორნის წარმომადგენელი ესწრებოდა.

სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე განხილული იქნა ის გამოწვევები და მოთხოვნები, რასაც სექტორი აყენებს. ასევე ხაზი გაესვა მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის მე-4 ეტაპის ფარგლებში სარესტორნო ინდუსტრიისთვის დაწესებულ შეღავათებს.

მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის მე-4 ეტაპის ფარგლებში ტურიზმის სექტორი, მათ შორის სარესტორნო ინდუსტრია ქონების გადასახადისგან გათავისუფლდება 2021 წელს, ასევე ექვსი თვის განმავლობაში სარესტორნო ინდუსტრიას საბანკო და ლიზინგის სესხების პროცენტი დაუსუბსიდირდება და ეს პროგრამა უკვე დაწყებულია.

ნათია თურნავას განცხადებით, ხელისუფლებას კარგად ესმის, რომ ტურისტულ ინდუსტრიას რთული პერიოდი აქვს და გამონაკლისი არც სარესტორნო სექტორია. მაგრამ აქვე უნდა ითქვას, რომ  დღეს დასმული საკითხებიდან  ერთი ნაწილი მთავრობის მიერ უკვე გადაწყვეტილია.

„დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ უკვე ვსაუბრობდით იმპლემენტაციაზე და ტექნიკურ საკითხებზე, რაც შეიძლება გაუჩნდეს სარესტორნო ინდუსტრიას, თუნდაც იგივე სესხის პროცენტის სუბსიდირების პროგრამაში მონაწილეობისთვის. ეს პროგრამა უკვე დამტკიცებულია და კონკრეტული ტექნიკური  საკითხებია გასავლელი. აღსანიშნავია, რომ ისეთ საკითხს, როგორიც საგადასახადო შეღავათებია, სექტორი მიესალმება და ინდუსტრიისთვის მნიშნელოვანია“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

 New Hospital-ის კლინიკის ახალი შენობა - Sputnik საქართველო
საქართველოს კოვიდ-კლინიკები კორონავირუსთან ბრძოლას აძლიერებენ

მინისტრის განცხადებით, მთავარი თხოვნა არის, რომ რესტორნებმა მაქსიმალურად შეინარჩუნონ დასაქმებულები და მიუხედავად იმისა, რომ რთული პერიოდია, სარესტორნო ბიზნესი მაქსიმალურად ცდილობს დასაქმებულთა შენარჩუნებას.

„კიდევ ერთი საკითხი, რაშიც მათ სჭირდებათ დახმარება, ეს არის დელივერის, გატანის სერვისი, რათა ის უკეთ ამუშავდეს. როგორც იცით, მთავრობის გადაწყვეტილებით, მათ შეუძლიათ მუშაობა ამ რეჟიმში გააგრძელონ. სექტორთან დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ შევთანხმდით, რომ აქტიურ რეჟიმში გავაგრძელებთ კომუნიკაციას, გაიმართება სექტორული შეხვედრები, რათა კონკრეტული საკითხები გავიაროთ და დარწმუნებული ვარ, ბევრი საკითხის გადაწყვეტას შევძლებთ“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებით გამოწვეული წერტილოვანი შეზღუდვების დაწესება ბიზნესთან კომუნიკაციისა და კონსულტაციების შედეგად მოხდა.

შრომის ინსპექცია საქართველოს მასშტაბით ობიექტების შემოწმებას განაგრძობს >>

საქართველოში ინფიცირებულთა ზრდის მაჩვენებლის შეკავების მიზნით ხელისუფლებამ 28 ნოემბრიდან მკაცრი შეზღუდვები დააწესა. ქვეყნის დიდ ქალაქებში დაიკეტა სავაჭრო ცენტრები და ბაზრობები (გარდა აგრარული ბაზრებისა), არ მუშაობს მუნიციპალური ტრანსპორტი, კაფე–რესტორნები, ფიტნეს–დარბაზები და აუზები და ა.შ. გარდა ამისა, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე 21:00 საათიდან 05:00 საათამდე იკრძალება ქუჩაში როგორც ქვეითების, ისე ტრანსპორტის გადაადგილება

 

ყველა ახალი ამბავი
0