ნათია თურნავა: ამ ეტაპზე კომერციული გაზის ტარიფი არ შეიცვლება

© photo: Sputnik / Stringerბუნებრივი აირი
ბუნებრივი აირი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„თბილისი ენერჯი“ კომერციული მომხმარებლებისთვის გაზის ტარიფის შესაძლო ზრდის მიზეზად ბოლო წლებში ლარის კურსის გაუფასურებას ასახელებს.

თბილისი, 17 დეკემბერი – Sputnik. „თბილისი ენერჯი“ მომხმარებლისთვის ამ ეტაპზე კომერციული გაზის ტარიფს არ შეცვლის, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ. 

გაზქურა - Sputnik საქართველო
საქართველოს რეგიონებში ბუნებრივი აირი ძვირდება

„თბილისი ენერჯიმ“ კომერციული მომხმარებლებისთვის 2021 წლიდან მოხმარებული გაზის საფასურის გაძვირებასთან დაკავშირებით განცხადება 1 დეკემბერს გაავრცელა. მის მიხედვით, ბუნებრივი აირის ტარიფი უცვლელი მხოლოდ პურის საწარმოებისთვის რჩება. კომპანიის განცხადებით, 3 იანვრიდან კომპანიის არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის მისაწოდებელი ბუნებრივი აირის ფასი ერთ კუბურ მეტრზე განისაზღვრება 1.10 ლარით, დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლით. ამ პერიოდისთვის არასაყოფაცხოვრებო ტარიფი 0,86 ლარია.  

„თბილისი ენერჯის“ წარმომადგენლებთან არაერთი კომუნიკაცია გვქონდა. რამდენადაც ვიცით, მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის რეგულირებადი ტარიფი, ამ ეტაპზე ბუნებრივი აირის ტარიფი არ გადაიხედება. გავერკვევით რამდენად დასაბუთებულია მათი გეგმები და რამდენად ეყრდნობა რეალურ გარემოებებს, რამდენად ამოწურა კომპანიამ ყველა შიდა რესურსი და რამდენად აუცილებელია ამ რთულ ვითარებაში კომერციული გაზის ფასების გადახედვა“, – განაცხადა თურნავამ.

კომპანიას ამ დროისთვის 18 ათასი კომერციული აბონენტი ჰყავს.

როგორც ადრე კომპანიაში განმარტეს, ბოლო წლებში ეროვნული ვალუტის კურსის ცვლილებამ აშშ დოლარის მიმართ სერიოზული პრობლემები შექმნა დედაქალაქის უწყვეტი გაზმომარაგების საკითხში, რადგან „თბილისი ენერჯი“ ბუნებრივი გაზის შესყიდვას ახორციელებს აშშ დოლარში, ხოლო მომხმარებლებთან ბუნებრივი გაზის მიწოდებისას ანგარიშსწორებას ახდენს ლარში ფიქსირებული ფასით. იმისათვის, რომ არ შეფერხდეს ბუნებრივი გაზის შესყიდვის პროცესი და თბილისის მოსახლეობის უწყვეტი გაზმომარაგება, აუცილებელია არასაყოფაცხოვრებო აბონენტებისთვის ბუნებრივი გაზის ფასის კორექტირება.

ყველა ახალი ამბავი
0