12:36 16 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0033
  • 100 RUB4.4956
  • USD3.2987
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (2862)
149 0 0

ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის მეოთხე ეტაპის ფარგლებში 300-ლარიან ერთჯერად დახმარებას იღებენ ის პირები, რომელებმაც 2020 წლის 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვების გამო დაკარგეს შემოსავალი.

თბილისი, 15 დეკემბერი – Sputnik. სახელმწიფოსგან 300 ლარის ოდენობით კომპენსაცია საქართველოს 43.899-მა მოქალაქემ მიიღო, ნათქვამია დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ვებ-გვერდზე.

მთავრობის გადაწყვეტილებით, 24 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე პერიოდში კოვიდ–შეზღუდვების გამო სამსახურის გარეშე დარჩენილ პირები, რომლებიც შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე განცხადებას შეავსებენ, ერთჯერადი დახმარებით ისარგებლებენ. 

„15 დეკემბრის მდგომარეობით, 300-ლარიანი ერთჯერადი დახმარება კიდევ 22.177 პირს ჩაერიცხა, რაც ჯამში 6,6 მლნ ლარზე მეტია“, – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

ერთჯერადი დახმარების მიღების უფლება აქვთ კორონავირუსის პანდემიის შედეგად დაზარალებულ კერძო მეწარმეებს, რომლებიც მცირე ბიზნესის სტატუსს ფლობენ; ფიზიკურ პირებს, რომლებიც ფიქსირებულ დასაბეგრ საქმიანობას ეწევიან; მიკრობიზნესის სტატუსის მქონე მეწარმეებს; ინდივიდუალურ მეწარმეებსა და თვითდასაქმებულებს. ჩამოთვლილი პირებისთვის კომპენსაციის მისაღებად შემოსავლის წყაროს დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა საჭირო არ არის.

კომპენსაციის მისაღებად ელექტრონული განცხადების მიღება 3 დეკემბერს დაიწყო და 24 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

სააგენტოს ცნობით, შემოსავლების სამსახური ამოწმებს, აკმაყოფილებს თუ არა პირი მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული კომპენსაციის გაცემის პირობას და სამი დღის ვადაში შესაბამის ინფორმაციას დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს უგზავნის, რომელიც კონკრეტულ პირებს სამი დღის ვადაში თანხას ჩაურიცხავს.

თემები:
COVID-19 საქართველოში (2862)

მთავარი თემები