09:39 16 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0033
  • 100 RUB4.4956
  • USD3.2987
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს ეკონომიკა (897)
55 0 0

ექსპერტების განცხადებით, ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად აუცილებელია ხელისუფლების ეკონომიკურმა გუნდმა ეკონომიკის განვითარების სტრატეგიული გეგმა შეიმუშაოს.

თბილისი, 15 დეკემბერი — Sputnik. პანდემიის ფონზე საქართველოს ეკონომიკა ვარდნას აგრძელებს – 2020 წლის იანვარი–ნოემბრის პერიოდში ექსპორტზე 3 მლრდ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების ქართული პროდუქცია გავიდა – 11,3%-ით ნაკლები გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში. 

2020 წლის დასაწყისიდან იმპორტმა დაახლოებით 7,2 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის იანვარი–ნოემბრის პერიოდთან შედარებით 15,9%-ით ნაკლებია.

2020 წლის დასაწყისიდან საგარეო ვაჭრობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მთლიანობაში 14,6%-ით შემცირდა და 10,2 მლრდ დოლარზე მეტი შეადგინა.

კორონავირუსმა სერიოზული დარტყმა მიაყენა ქვეყნის ეკონომიკას – ზარალი მიადგა სასტუმროებს, რესტორნებს, სავაჭრო ცენტრებს. საფრთხის წინაშე აღმოჩნდა საფინანსო სექტორი, სამშენებლო, უძრავი ქონების, წარმოებისა და განათლების სფეროები.

თემები:
საქართველოს ეკონომიკა (897)

მთავარი თემები