რა თანხა დაიხარჯა პანდემიაზე საქართველოში: არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიში

© Sputnik / Vladimir Umikashviliტესტირება კორონავირუსზე
ტესტირება კორონავირუსზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
26 თებერვლიდან, როდესაც საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, სახელმწიფომ პანდემიაზე უკვე ასობით მილიონი ლარი დახარჯა.

თბილისი, 9 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან სასტუმროებისა და კლინიკების მომსახურების შესყიდვებში სახელმწიფომ 200 მლნ ლარამდე დახარჯა, დაადგინა არასამთავრობო ორგანიზაცია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ (IDFI).

კლინიკების ჩამონათვალი: სად შეიძლება კორონავირუსზე ტესტის ჩატარება უფასოდ >>

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს გამოვლინდა, საგანგებო მდგომარეობა 21 მარტს გამოცხადდა და 22 მაისამდე გაგრძელდა.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის კვლევაშია ნათქვამი, აღნიშნულ პერიოდში კორონავირუსთან დაკავშირებული შესყიდვები ძირითადად გამარტივებული წესით ხორციელდებოდა. თუმცა საგანგებო მდგომარეობის ამოწურვის შემდგომაც ძირითადი საქონლისა და მომსახურების შესყიდვა გამარტივებული წესით გაგრძელდა.

კვლევის თანახმად, 21 მარტიდან 15 ნოემბრის ჩათვლით სავალდებულო კარანტინის უზრუნველყოფისთვის საჭირო პროდუქტისა და მომსახურების შესყიდვებში ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 78 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა.

ადამიანები ბაზარში ეპიდემიის დროს - Sputnik საქართველო
რამდენმა პირმა მიიღო 300–ლარიანი დახმარება: ბოლო ინფორმაცია

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 6 ნოემბერის განკარგულებით, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას დამატებით გამოეყო 35 მილიონი ლარის რესურსი, რაც უკვე დახარჯულ თანხასთან ერთად 100 მლნ ლარს აჭარბებს. დამატებითი რესურსით უნდა გაგრძელდეს კოვიდ-სასტუმროების მობილიზება და ამ პროცესთან დაკავშირებული სხვა მომსახურებების უზრუნველყოფა.

კლინიკებში დამატებითი საწოლების მობილიზების მიზნით სოციალური მომსახურების სააგენტომ შესყიდვების სააგენტოსაგან ივლისიდან ნოემბრის ჩათვლით ჯამში 98,5 მილიონი ლარის ღირებულების ხელშეკრულების შეთანხმება მოითხოვა.

საკარანტინო/საველე სივრცეებში მედპერსონალის უზრუნველსაყოფად სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ შეთანხმებული ხელშეკრულებების ჯამურმა თანხამ 625,5 ათასი ლარი შეადგინა. მხოლოდ ნოემბერში დამატებით 300 ათას ლარამდე ღირებულების ხელშეკრულება გაფორმდა.

ამჟამად საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღა მძვინვარებს. ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 4.734-ით გაიზარდა. ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 174.383-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 145 ათასზე მეტი ადამიანი, გარდაიცვალა 1.614 ადამიანი.

ლილოს მოხუცთა თავშესაფარში კორონავირუსით 42 ბენეფიციარი დაინფიცირდა >>

ამ ეტაპზე საქართველოში 27 456 აქტიური შემთხვევაა. აქედან 6 900 საავადმყოფოში მკურნალობს, კოვიდ-სასტუმროებში 3 689 პაციენტია განთავსებული, ხოლო სახლში მკურნალობას 16 867 პაციენტი გადის. საკარანტინო სივრცეებში 1 126 ადამიანი იმყოფება.

სექტემბრის დასაწყისიდან ქვეყანაში ეპიდვითარება მკვეთრად გაუარესდა - ინფიცირებულთა დღე-ღამური მატება უკვე ოთხნიშნა რიცხვებით გამოისახებ.

ყველა ახალი ამბავი
0