პირველად ისტორიაში: კონკურენტუნარიანობის ინდექსში საქართველო 40 საუკეთესო ქვეყანას შორისაა

გამოწერა
საქართველო ამ რეიტინგში 37-ე ადგილზეა. ამ მაჩვენებლით ქვეყანა რეიტინგის შვიდწლიანი გაუმჯობესების მიხედვით მსოფლიოში პირველ ადგილზეა. 2013 წლამდე საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთ ჩამორჩენილ ქვეყნად მიიჩნეოდა – იყო 95-ე ადგილზე.

თბილისი, 4 დეკემბერი – Sputnik. საქართველომ გლობალური მდგრადი კონკურენტუნარიანობის ინდექსის მიხედვით ქულათა ისტორიული მაქსიმუმი მიიღო და 40 საუკეთესო ქვეყანას შორის აღმოჩნდა, იუწყება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.

გლობალური მდგრადი კონკურენტუნარიანობის 2020 წლის ინდექსი (GSC index 2020) ტრანსეროვნულმა ორგანიზაციამ SolAbility გამოაქვეყნა. ანგარიში მსოფლიოს 180 ეკონომიკის მდგრად კონკურენტუნარიანობას აფასებს.

თბილისის ხედი - Sputnik საქართველო
საქართველო მსოფლიოში პირველია ბიზნეს-ურთიერთობებში კორუფციისგან თავისუფლების კუთხით

GSC index 2020-ის რეიტინგში საქართველო 37-ე ადგილზე გავიდა. შეფასების ქულა წინა წელთან შედარებით გაიუმჯობესა და 51.2 ქულით საუკეთესო ისტორიული შედეგი დააფიქსირა.

საქართველო რეიტინგში უსწრებს ისეთ მოწინავე ეკონომიკებს, როგორიცაა ჩინეთი, სინგაპური, ავსტრალია, ისრაელი, საბერძნეთი, მალტა, ჩილე, კვიპროსი და ა.შ.

რეიტინგში საქართველო ყველა მეზობელ ქვეყანას უსწრებს, პოსტსაბჭოთა სივრცეში კი მხოლოდ ბალტიისპირეთის ქვეყნებს ჩამორჩება.

2012 წელთან შედარებით საქართველო სარეიტინგო პოზიციის გაუმჯობესების მიხედვით მსოფლიოში პირველ ადგილზეა. GSC index 2013-ის მიხედვით, რომელიც 2013 წლამდე პერიოდს ასახავს, საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ჩამორჩენილი ქვეყანა იყო, იკავებდა 95-ე ადგილზე პაპუა–ახალ გვინეასა (94-ე) და ნეპალს (96-ე) შორის, ამჟამად კი სარეიტინგო პოზიცია 58 ადგილით აქვს გაუმჯობესებული.

ყველაზე უსაფრთხო ტურისტებისთვის: ქვეყნების რეიტინგი ფოტოებში – რომელ ადგილზეა საქართველო - Sputnik საქართველო
ყველაზე უსაფრთხო ტურისტებისთვის: ქვეყნების რეიტინგი ფოტოებში – რომელ ადგილზეა საქართველო

მდგრადი კონკურენტუნარიანობის ინდექსი აერთიანებს 5 აგრეგატში გაერთიანებულ 127 ინდიკატორს და ეფუძნება გაეროს, მსოფლიო ბანკის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის, OECD-ს და მსოფლიოს სხვადასხვა კვლევითი ცენტრების პროფილურ გამოკვლევებს.

უწყების ინფორმაცით, შეფასების ხუთი აგრეგატიდან ყველაზე მაღალი შედეგი საქართველომ მთავრობის ეფექტიანობის მიმართულებით აჩვენა. კერძოდ, მთავრობის ეფექტიანობის ინდექსის მიხედვით საქართველომ ახალი ისტორული მაქსიმუმი – 59.3 ქულა მოიპოვა, მსოფლიოს 30 საუკეთესო ქვეყანას შორის 29-ე პოზიციაზე დასახელდა და გაუსწრო ისეთ მოწინავე ქვეყნებს, როგორიცაა ესპანეთი, იტალია, სინგაპური, საფრანგეთი, საბერძნეთი, სამხრეთ კორეა, ნორვეგია, უნგრეთი, კვიპროსი, იაპონია, შვედეთი, აშშ, კანადა, ავსტრალია და ა.შ. 

ყველა ახალი ამბავი
0