პრემიერი 2021 წლის ბიუჯეტის პროექტზე: ეს არის დაბალანსებული ბიუჯეტი

© photo : Government of Georgia / FBპრემიერი გიორგი გახარია
პრემიერი გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გამოწერა
2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი, რომელზეც მთავრობა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ერთად მუშაობდა, საკანონმდებლო ორგანოს უკვე წარედგინა და ის ახალმა პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.

თბილისი, 3 დეკემბერი – Sputnik. 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ძირითადი მიზნებია პანდემიასთან ბრძოლა, მოსახლეობის მიზნობრივი სოციალური დახმარება, ბიზნესის დახმარება და ეკონომიკის მომზადება პოსტკრიზისული აღდგენისთვის, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს მთავრობის სხდომის დაწყებამდე.

კორონავირუსის ეპიდემია - მომხმარებლები სავაჭრო ცენტრში - Sputnik საქართველო
რა თანხები გამოიყოფა ბიუჯეტიდან ანტიკრიზისულ გეგმაზე 2021 წლისთვის

„მოგეხსენებათ, ჩვენ პარლამენტში წარვადგინეთ 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი, რომელიც არის უაღრესად მნიშვნელოვანი დოკუმენტი. ეს არის დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც ჩვენ უნდა ვიცხოვროთ 2021 წელს, ფინანსური დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს იმას, თუ როგორი იქნება ქვეყანა ერთი წლის შემდეგ“, – განაცხადა პრემიერმა.

გიორგი გახარიას თქმით, პარლამენტისთვის წარდგენილი ბიუჯეტის პროექტზე მუშაობა სავალუტო ფონდთან ერთად მიმდინარეობდა. 

„წარმოდგენილია დაბალანსებული ბიუჯეტი, რომელიც ითვალისწინებს ყველა იმ ძირითად კომპონენტს, რომელიც აუცილებელია კრიზისში, აუცილებელია პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში და ეკონომიკურ კრიზისთან გამკლავებაში“, – განაცხადა გახარიამ.

2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, მთლიანობაში ბიუჯეტის ხარჯები 18,384 მილიარდ ლარს შეადგენს, ხოლო შემოსულობები – 16,758 მილიარდ ლარს.

შეზღუდვების გამკაცრებასთან ერთად საქართველოს მთავრობამ მოსახლეობისა და ბიზნესის დასახმარებლად ახალი ანტიკრიზისული გეგმა შეიმუშავა, რომლის პროგრამების დიდი ნაწილი ექვს თვეზეა გათვლილი.

საქართველოს მთავრობა - Sputnik საქართველო
რა დახმარებას ითვალისწინებს მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა – დეტალური ინფორმაცია

ბიუჯეტის პროექტის თანახმად, გამოყოფილი 1,42 მილიარდი ლარიდან 280 მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმება 2020 წელს, ხოლო 1,14 მილიარდის – 2021 წელს.

ბიუჯეტის პროექტის თანახმად, კორონავირუსის წინააღმდეგ მიმართული საერთო თანხიდან 450 მილიონი ლარი ჯანდაცვის სფეროს მოხმარდება, აქედან 400 მილიონ ლარს მიიღებს ჯანდაცვის სამინისტრო, ხოლო 50 მილიონს – ეკონომიკის სამინისტრო.

სოციალურ დახმარებაზე გამოიყოფა 540 მილიონი ლარი, საიდანაც 230 მილიონი 2020 წელს 300-ლარიან ერთჯერად დახმარებაზე და ნოემბერ-დეკემბერში მოსახლეობის კომუნალური ხარჯების დასაფარად დაიხარჯება. დარჩენილი თანხა – 310 მილიონი ლარი 2021 წელზე გადანაწილდება.

მომავალი წლის 1 იანვრიდან პენსიები იზრდება>>

ბიუჯეტში ასევე გათვალისწინებულია ბიზნესის დახმარება – 430 მილიონი ლარით. აქედან 260 მილიონი ლარი 1,5 ათას ლარამდე ხელფასის მქონე პირების 750 ლარამდე თანხის საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლებას მოხმარდება. 2020 წელს ზარალი გადასახადებზე 220 მილიონ ლარს შეადგენს.

2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი ახალმა პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.

ყველა ახალი ამბავი
0