პრემიერმა ეკონომიკურ გუნდთან სამუშაო შეხვედრა გამართა

© photo : Government of Georgia / FBპრემიერი გიორგი გახარია
პრემიერი გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გამოწერა
მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებით, უახლოეს მომავალში გამკაცრდება და გაფართოვდება წერტილოვანი შეზღუდვები, თუმცა მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული კერძო სექტორის ინტერესები.

თბილისი, 25 ნოემბერი – Sputnik. მოქალაქეების სოციალური დახმარებისა და კერძო სექტორის მხარდასაჭერ დამატებით ღონისძიებებზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ეკონომიკურ გუნდთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა, ნათქვამია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს მთავრობა მოქალაქეებისა და ბიზნესის დახმარების დამატებით პაკეტზე მუშაობს>>

უწყების ცნობით, COVID-19-ის გლობალური პანდემიის მეორე ტალღისა და ეკონომიკური კრიზისის პირობებში საქართველოს მთავრობა მოქალაქეების სოციალური დახმარებისა და კერძო სექტორის მხარდაჭერის ღონისძიებების პაკეტზე მუშაობას განაგრძობს.

მთავრობის ადმინისტრაცია - Sputnik საქართველო
რაზე ისაუბრა პრემიერ-მინისტრმა ბიზნესისა და საფინანსო სექტორის წარმომადგენლებთან

„ბოლო დღეების განმავლობაში მთავრობის ეკონომიკური გუნდი აქტიურ შეხვედრებს მართავს კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, რათა სწორედ მათთან მჭიდრო კომუნიკაციით დაიგეგმოს ის მხარდასაჭერი ღონისძიებები, რომლის შესახებაც უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი“, – აღნიშნულია განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, ის წერტილოვანი შეზღუდვებიც, რომლებიც უახლოეს პერიოდში გამკაცრდება და გაფართოვდება, მაქსიმალურად იქნება დაბალასებული კერძო სექტორის ინტერესების გათვალისწინებით. 

შეხვედრაზე განიხილეს ეკონომიკაში არსებული ტენდენციები და ქვეყანაში არსებული რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებაც. ასევე აღინიშნა, რომ ხელისუფლების მთავარი ამოცანებია როგორც ინფიცირების ზრდის შენელება და მოქალაქეთა ჯანმრთელობაზე ზრუნვა, ისე სამუშაო ადგილების შენარჩუნება.

პრეს-სამსახურის ცნობით, მთავრობა მუშაობს მოქალაქეების მიზნობრივი სოციალური დახმარებების პაკეტზეც და ის ნაბიჯები, რასაც ამ კუთხით ხელისუფლება კორონავირუსის მეორე ტალღის პირობებში გადადგამს, მალე გახდება ცნობილი.

ყველა ახალი ამბავი
0