15:31 28 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9545
  • 100 RUB4.3692
  • USD3.3164
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს ეკონომიკა (838)
128 0 0

პრემიერ-მინისტრმა ბიზნესისა და მოქალაქეების მხარდასაჭერი დამატებითი ღონისძიებების პაკეტზე შესაბამის უწყებებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

თბილისი, 11 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს მთავრობა, ბიზნესისა და მოქალაქეების მხარდაჭერის მიზნით, დამატებითი ღონისძიებების პაკეტზე მუშაობს, ნათქვამია საქართველოს მთავრობის ოფიციალურ Facebook-გვერდზე.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ეკონომიკური გუნდისა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან დღეს სამუშაო შეხვედრა გამართა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ პანდემიისა და მსოფლიოში შექმნილი ეკონომიკური კრიზისის გათვალისწინებით, რომელიც საქართველოზეც აისახება, ცხადია, რომ ის ნაბიჯები, რომლებიც ხელისუფლებამ ბიზნესისა და მოქალაქეების სოციალური მხარდაჭერის კუთხით რამდენჯერმე გადადგა, უკვე საკმარისი აღარ არის.

შეხვედრაზე იმსჯელეს იმ ღონისძიებებზე, რაც ანტიკრიზისული გეგმის მეოთხე ფაზის ფარგლებში შეიძლება გატარდეს და რომელიც შეეხება როგორც სოციალური, ისე ბიზნესის მხარდაჭერის მიმართულებებს, მომდევნო პერიოდის განმავლობაში ეკონომიკური მდგომარეობის დინამიკის შესაბამისად.

პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა დახმარებების მიზნობრიობის უდიდეს მნიშვნელობას ეპიდემიასთან ბრძოლის ამ ეტაპზე, რათა არსებული რესურსი თანაბრად გადანაწილდეს ეკონომიკის ყველა იმ სფეროსა თუ მოქალაქეებზე, ვისაც შექმნილ ვითარებაში დახმარება ყველაზე მეტად სჭირდება.

შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე და იმ ღონისძიებების შესრულების ეფექტიანობაზე, რომელიც მთავრობამ ანტიკრიზისული გეგმის მესამე ფაზის ფარგლებში განახორციელა.

საუბარი შეეხო მიმდინარე პროგრამების მონიტორინგს და მათ შორის კომუნალური გადასახადების სუბსიდირების ნაწილს, რომელიც მიმდინარე თვის დასაწყისიდან 4 თვის განმავლობაში, თებერვლის ბოლომდე გაგრძელდება.

სამუშაო შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყნის ფინანსურ სექტორში არსებულ მდგომარეობას და ხაზი გაესვა, რომ დღევანდელი მდგომარეობით, საბანკო პორტფელები ინარჩუნებს ზრდის დინამიკას, გამომდინარე იმ ხელშემწყობი ღონისძიებებიდან, რაც მთავრობამ გაატარა, მათ შორის დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის პროგრამის კუთხით. ასევე აღინიშნა, რომ ეფექტიანად განხორციელდა ეროვნული ბანკის მიერ კრიზისთან დაკავშირებული დროებითი საბანკო ზედამხედველობის ღონისძიებები.

პრემიერ-მინისტრმა პანდემიის პერიოდში ამოქმედებული ანტიკრიზისული გეგმის მესამე ეტაპის დაწყების შესახებ ჯერ კიდევ აგვისტოში განაცხადა.

გეგმის მესამე ფაზა გულისხმობს, რომ კომუნალური გადასახადები ნოემბერი-თებერვალში იქნება დაფინანსებული პრინციპით – 200 კილოვატი დენის და 200 კუბური მეტრი გაზის მოხმარება სახელმწიფოს მხრიდან იქნება კომპენსირებული.

ინფლაციის დონე საქართველოში არ იცვლება: ახალი მონაცემები >>

მთავრობა 18 წლამდე ასაკის ყველა ბავშვს ერთჯერადად 200 ლარით დაეხმარა.

ყველა სოციალურად დაუცველ სტუდენტზე, რომლის სოციალური ქულაც 150-მდეა, სახელმწიფოს მხრიდან 2020 წლის ერთი სემესტრის ანაზღაურება გამოიყო და ა.შ.

მესამე ფაზისთვის მთავრობამ სულ გაითვალისწინა 410 მილიონი ლარი.

თემები:
საქართველოს ეკონომიკა (838)

მთავარი თემები