ფულადი გზავნილები Vs კორონავირუსი: რამდენი გადმოირიცხა საქართველოში

© photo: Sputnik / Vladimir Trefilov / გადასვლა მედიაბანკშიაშშ დოლარი
აშშ დოლარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფულადი გადმორიცხვების მოცულობით ლიდერობს რუსეთი – იანვარი–ოქტომბერში რუსეთიდან საქართველოში გადმორიცხული თანხის მოცულობამ დაახლოებით 291,4 მილიონი დოლარი შეადგინა.

თბილისი, 18 ნეომბერი – Sputnik. საქართველოს კომერციულ ბანკებში 2020 წლის ოქტომბერში ელექტრონული სისტემებით ფულადი გზავნილების მოცულობა 18,6%-ით გაიზარდა და 181,7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებაში. 

ფულადი გზავნილები საქართველოში - Sputnik საქართველო
კორონავირუსის პერიოდში ფულადი გზავნილები საქართველოში

ყველაზე მეტი ვალუტა რუსეთიდან შემოვიდა. 2020 წლის ოქტომბერში რუსეთიდან ფულადი გზავნილების მოცულობამ 35,2 მლნ დოლარზე მეტი შეადგინა – ელექტრონული სისტემების მეშვეობით საქართველოს კომერციულ ბანკებში ფულადი გზავნილების საერთო მოცულობის 19,4%. თუმცა, ეს მაჩვენებელი 7%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

ლიდერი ქვეყნების ხუთეულში ასევე შედიან იტალია, საბერძნეთი, აშშ და ისრაელი.

რამდენი ვალუტა გადმოირიცხა საქართველოში

ელექტრონული სისტემების მეშვეობით საქართველოს კომერციულ ბანკებში ფულადი გზავნილების მოცულობა 2020 წლის იანვარი–ოქტომბრის პერიოდში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 7,5%-ით გაიზარდა და 1.516,4 მლნ დოლარი შეადგინა. 

აშშ დოლარი - Sputnik საქართველო
საქართველოში ფულადი გზავნილები იზრდება: რომელი ქვეყნები ლიდერობენ

ფულადი გადმორიცხვების მოცულობით ლიდერობს რუსეთი – იანვარი–ოქტომბერში რუსეთიდან საქართველოში გადმორიცხული თანხის მოცულობამ დაახლოებით 291,4 მილიონი დოლარი შეადგინა. ეს ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადარიცხვების 19,2%-ია. წლის დასაწყისიდან რუსეთიდან გადმოირიცხა 16,1%-ით ნაკლები თანხა, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში.

ლიდერი ქვეყნების ხუთეულში არიან იტალია, საბერძნეთი, აშშ და ისრაელი.

ზრდის ტენდენცია

ფულადი გზავნილების ზრდის ტენდენცია გრძელდება – ივნისში 17,8%-იანი მატების შემდეგ ივლისში წლიურმა ზრდამ 22,1% შეადგინა, აგვისტოში – 25,8%, ხოლო სექტემბერში – 28,7%. 

ვალუტის კურსი - Sputnik საქართველო
რა უჯდება ეროვნულ ბანკს ეროვნული ვალუტის სტაბილურობა

ფულადი გზავნილების გარკვეული ნაწილი, დაახლოებით 8%, ქვეყანაში პანდემიამდე შემოდიოდა არასაბანკო არხებით – ვიზიტორების მეშვეობით. საერთაშორისო მოგზაურობის შეზღუდვის გამო ფულადი გზავნილების ეს ნაწილი საბანკო სექტორში გადავიდა და, შედეგად, ფულადი გზავნილების აღნიშნულ ზრდაშიც შეიტანა წვლილი, განაცხადა ადრე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.

გვენეტაძე ვარაუდობს, რომ ფულადი გადარიცხვების ზრდის მაჩვენებელზე იმოქმედა იმ ფაქტმაც, რომ პანდემიის საწყის ეტაპზე დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ დაგროვილი გზავნილები მომდევნო თვეებში გამოიგზავნა.

რამდენი ვალუტა გაიგზავნა საქართველოდან

2020 წლის ოქტომბერში საქართველოდან საზღვარგარეთ დაახლოებით 23,9 მლნ დოლარზე მეტი გადაირიცხა, რაც გასული წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე 6,3%-ით მეტია.

2020 წლის დასაწყისიდან საქართველოდან საზღვარგარეთ დაახლოებით 200,3 მლნ დოლარი გადაირიცხა, რაც 5,4%-ით მეტია 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

ყველა ახალი ამბავი
0