კორონავირუსის პერიოდში ფულადი გზავნილები საქართველოში

გამოწერა
2020 წლის იანვარ–აგვისტოში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოს კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გზავნილები 3,2%-ით გაიზარდა და დაახლოებით 1142 მლნ დოლარი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის საიტზე.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, ქვეყანაში ფულადი გზავნილების მოცულობით რუსეთი ლიდერობს – ელექტრონული სისტემებით ქართულ კომერციულ ბანკებში რუსეთიდან იანვარი–აგვისტოში 221 მლნ დოლარზე მეტი გადმოირიცხა, რაც ფულადი გადარიცხვების მთლიანი მოცულობის 19,6%-ს შეადგენს.

2020 წლის დასაწყისიდან, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოში რუსეთიდან 19%-ით ნაკლები თანხა გადმოირიცხა.

ლიდერი ქვეყნების ექვსეულში ასევე შედიან იტალია, საბერძნეთი, აშშ, ისრაელი და უკრაინა.

ყველა ახალი ამბავი
0