03:09 05 დეკემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0304
  • 100 RUB4.4551
  • USD3.3115
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს ენერგეტიკა (103)
96 0 0

კომისიაში შესულ არც ერთ განაცხადში არ არის ტარიფის გაზრდის ან შემცირების მოთხოვნა, იქ მხოლოდ კომპანიების გასული წლის ტექნიკური და ეკონომიკური მაჩვენებლებია.

თბილისი, 17 ნოემბერი – Sputnik. ელექტროენერგიის სექტორში მოქმედ არც ერთ კომპანიას ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიისთვის (GNERC) ტარიფების გაზრდის მიზნით არ მიუმართავს, ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ეროვნულმა მარეგულირებელმა კომპანიამ (სემეკი) კომენტარი გააკეთა იმ ინფორმაციის თაობაზე, რომ საქართველოში, შესაძლოა, ელექტროენერგია გაძვირდეს და აღნიშნა, რომ სატარიფო განაცხადით უწყებისთვის ჯერჯერობით არავის მიუმართავს.

„ელექტროენერგიის გამანაწილებელმა და წყალმომარაგების კომპანიებმა 2021-2023 წლებისათვის გეგმური ტარიფების დადგენის მიზნით სემეკს მომართეს მიმდინარე წლის ივლისის დასაწყისში, რომლის საფუძველზეც კომისიამ დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოებები, შესაბამისი ინფორმაცია განთავსდა კომისიის ვებ-გვერდზე, ასევე გაჟღერდა სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ“, – ნათქვამია კომისიის განცხადებაში.

სატარიფო მეთოდოლოგიების საფუძველზე ელექტროენერგიის გამანაწილებელ კომპანიებს: სს „თელასსა“ და სს „ენერგო პრო ჯორჯიას“, ასევე წყალმომარაგების კომპანიებს – შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“, შპს „რუსთავის წყალსა“ და შპს „მცხეთის წყალს“ ტარიფები დადგენილი აქვთ 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

კომისია განმარტავს, რომ არც ერთ განაცხადში არ არის მითითებული ტარიფის გაზრდის ან შემცირების მოთხოვნა, არამედ წარმოდგენილია მხოლოდ კომპანიების გასული წლის ტექნიკური და ეკონომიკური მაჩვენებლები.

ექსპერტთა ნაწილის ინფორმაციით, ტარიფების შენარჩუნება ელექტროენერგიასა და წყალზე 2021 წელს დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება. სამი წლით დადგენილი ტარიფები მიმდინარე წლის ბოლოს გადაიხედება და ყველა კომპანიამ ტარიფების გაზრდის მოთხოვნით უკვე შეიტანა განაცხადი.

როდესაც ბოლო ტარიფები დადგინდა, მაშინ ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსი დოლარის მიმართ 2,5 ლარი იყო, ამჟამად კი კურსი 3,3 ლარს შეადგენს.

ეროვნული ვალუტის მნიშვნელოვანი გაუფასურების მიუხედავად ბევრი სპეციალისტი ვარაუდობს, რომ სამომხმარებლო ტარიფი არ შეიცვლება.

რაც შეეხება გაზის ტარიფს, ის უახლოესი სამი წლის განმავლობაში არ შეიცვლება.

თემები:
საქართველოს ენერგეტიკა (103)

მთავარი თემები