08:47 05 დეკემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0304
  • 100 RUB4.4551
  • USD3.3115
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს ეკონომიკა (852)
47 0 0

რეფორმები, რომლებსაც ვატარებთ, მომავალშიც უზრუნველყოფს ყველაზე სწრაფ ეკონომიკურ ზრდას, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არასაკმარისია, თქვა გახარიამ.

თბილისი, 12 ნოემბერი – Sputnik. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა მაღალი შეფასება მისცა სტრუქტურული რეფორმების გეგმას, რომლის დაწყებასაც, ხოლო შემდეგ, 2021 წელს სწრაფი და ეფექტური ნაბიჯებით გაგრძელებას გეგმავს საქართველო, განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

რამდენით გაიზრდება საქართველოს ეკონომიკა? საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზი>>

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ, რომელმაც ორშაბათს დაასრულა მუშაობა საქართველოს მთავრობასთან, განაცხადა, რომ ხელისუფლების ოპერატიული სოციალური და ეკონომიკური რეაქცია დაეხმარა ქვეყანას კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური და სოციალური უარყოფითი შედეგების შეკავებაში. თუმცა ფონდის თანამშრომლებმა ასევე მიუთითეს, რომ ეკონომიკაზე პანდემიის გავლენის შესამცირებლად კვლავ აუცილებელია სტრუქტურული რეფორმები.

გახარიამ აღნიშნა, რომ 2021 წლიდან დაწყებული, მთავრობის მიერ გატარებული სტრუქტურული რეფორმების გათვალისწინებით, საქართველო ყველაზე სწრაფ ეკონომიკურ ზრდას მიიღებს.

„იმ სტრუქტურული რეფორმების გათვალისწინებით, რომლებსაც ჩვენ ვახორციელებთ და გავაგრძელებთ, საქართველოს ექნება ყველაზე სწრაფი ეკონომიკური ზრდა, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს საკმარისი არ არის. განსაკუთრებით პოსტკრიზისულ ეკონომიკაში ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ უახლოეს წლებში საქართველომ ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას მიაღწიოს. ეს არის აუცილებელი პირობა იმისთვის, რომ ჩვენი ევროპული ამბიციები რაც შეიძლება სწრაფად განვახორციელოთ“, – განაცხადა პრემიერმა მთავრობის სხდომაზე.

საქართველოს ხელისუფლებამ და საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მისიამ მიაღწიეს შეთანხმებას „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით“ მხარდაჭერილი პროგრამის მეშვიდე მიმოხილვის დასრულების თაობაზე. ახლა შეთანხმება სსფ-ის ხელმძღვანელობამ და აღმასრულებელმა საბჭომ უნდა დაამტკიცოს.

როდის გამოუყოფს სსფ საქართველოს მორიგ ტრანშს>>

სსფ-ის აღმასრულებელ საბჭოზე „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით“ მხარდაჭერილი პროგრამის მეშვიდე მიმოხილვის დამტკიცების შემდეგ საქართველო დამატებით მიიღებს დაახლოებით 112.1 მლნ აშშ დოლარს ფინანსური მხარდაჭერის სახით.

თემები:
საქართველოს ეკონომიკა (852)

მთავარი თემები