17:45 28 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9545
  • 100 RUB4.3692
  • USD3.3164
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს ეკონომიკა (838)
5910

სავალუტო ბაზრის სტაბილიზაციის მიზნით გაზაფხულიდან მოყოლებული ეროვნულმა ბანკმა უკვე 22 აუქციონი ჩაატარა, რომლებზეც, დღევანდელი აუქციონის ჩათვლით, ჯამში 750 მილიონამდე დოლარი გაყიდა.

თბილისი, 10 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 10 ნოემბერს მორიგი სავალუტო აუქციონი გამართა, რომელზეც გასაყიდად გამოტანილი 40 მლნ აშშ დოლარიდან 37 200 000 აშშ დოლარი გაიყიდა, ლარის საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.3169 შეადგინა, ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

რატომ არ მოქმედებს ლარის კურსის დინამიკა ფასებზე: გვენეტაძის განმარტება>>

სავალუტო ბაზრის სტაბილიზაციის მიზნით გაზაფხულიდან მოყოლებული ეროვნულმა ბანკმა უკვე 22 აუქციონი ჩაატარა, რომლებზეც, დღევანდელი აუქციონის ჩათვლით, ჯამში 746 850 000 დოლარი გაყიდა.

ეროვნულმა ბანკმა 11 ნოემბრისთვის აშშ დოლარის მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა ნიშნულზე 3.3186 GEL/$1.

ლარის ანტირეკორდი 2020 წლის 27 მარტს დაფიქსირდა, როდესაც ეროვნული ვალუტა 3.4842 GEL/$1 ნიშნულამდე დაეცა.

ეროვნულმა ბანკმა არაერთხელ განაცხადა, რომ გამოიყენებს მის განკარგულებაში არსებულ ყველა ინსტრუმენტს ფასების სტაბილურობის შესანარჩუნებლად, მათ შორის, სავალუტო ინტერვენციებსა და სააღრიცხვო განაკვეთებს.

სავალუტო აუქციონებთან ერთად ეროვნული ბანკი ზედმეტი რყევების შესამცირებლად ყოველდღიურად იყენებს ინტერვენციებს. კერძოდ, როდესაც გაცვლითი კურსის რყევა დღის განმავლობაში წინასწარ დადგენილ ნიშნულს ასცდება, ეროვნული ბანკი გარკვეულ თანხაზე უცხოური ვალუტით ვაჭრობაში მონაწილეობს.

გარდა ამისა, წელს ეროვნული ბანკი ინტერვენციისთვის იყენებს ვალუტას, რომელსაც ქვეყანა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან კრედიტებისა თუ გრანტების სახით კორონავირუსის პანდემიის შედეგების აღმოსაფხვრელად იღებს.

რა ხდება სავალუტო ბაზარზე? ანუ არის რეკორდის რეკორდი!..>>

დოლარის მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2009 წლის მაისიდან Bloomberg-ის სავაჭრო სისტემის ბანკთაშორის ბაზარზე გარიგებების აგრეგირების მეშვეობით განისაზღვრება. 1 ოქტომბრიდან ქართული სავალუტო ბაზარი Bmatch Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობაზე გადავიდა.

თემები:
საქართველოს ეკონომიკა (838)

მთავარი თემები