აჭარის მთავრობის მეთაური CPMR-ის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს

© photo: Sputnik / Stringerთორნიკე რიჟვაძე
თორნიკე რიჟვაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საზღვაო რეგიონების კონფერენცია ევროპასა და მის საზღვრებს გარეთ 150 რეგიონს აერთიანებს და ძირითადად ფოკუსირებულია საზღვაო საქმიანობის განვითარებაზე.

თბილისი, 30 ოქტომბერი – Sputnik. აჭარის მთავრობის მეთაური თორნიკე რიჟვაძე ორგანიზაცია „პერიფერიული საზღვაო რეგიონების კონფერენციის“ (CPMR) ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს, იუწყება აჭარის მთავრობის პრეს-სამსახური.

რიჟვაძე აღნიშნულ თანამდებობას ორი წლის ვადით დაიკავებს. მისი კანდიდატურა ასოციაციის პოლიტიკურმა ბიურომ დაამტკიცა.

ბათუმის საზღვაო პორტი - Sputnik საქართველო
ბათუმის პორტმა ტვირთის გადამუშავება 18%-ით გაზარდა

აჭარის მთავრობის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, CPMR აერთიანებს დაახლოებით 200 მილიონ ადამიანს და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ევროპისა და მეზობელი რეგიონების განვითარებაში. ორგანიზაციის სათავო ოფისი ბრიუსელშია.

„ასოციაცია მუშაობს როგორც სამეცნიერო, ასევე სხვადასხვა დარგობრივი და ინოვაციური იდეების განვითარებისთვის და პროექტების შემუშავების მიმართულებით“, – ნათქვამია განცხადებაში.

ორგანიზაცია „პერიფერიული საზღვაო რეგიონების კონფერენცია“ 1973 წელს შეიქმნა. ის აერთიანებს 150 რეგიონს ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ. გაერთიანება მიმართულია სოციალურ, ეკონომიკურ და ტერიტორიულ ერთობაზე, საზღვაო პოლიტიკაზე, ლურჯი ეკონომიკის ზრდასა და ხელმისაწვდომობაზე.

ასოციაციის საქმიანობის ასევე მნიშვნელოვანი სფეროებია ევროპული მმართველობა, მწვანე ენერგეტიკა, კლიმატის ცვლილება და სტაბილური სამეზობლო განვითარება.

ფოთის პორტი გაფართოვდება: ინვესტორებმა შეთანხმება უკვე გააფორმეს>>

ამ ორგანიზაციასთან თანამშრომლობა საქართველოს საშუალებას აძლევს, ითანამშრომლოს ევროკავშირთან იმ პროექტებში, რომლებიც ხორციელდება საზღვაო, ეკონომიკის, ეკოლოგიისა და ტურიზმის სფეროებში.

CPMR ევროპული ინსტიტუტების პარტნიორია და რეგიონებს ეხმარება პროექტების შემუშავებაში და, აუცილებლობის შემთხვევაში, ევროკავშირის დაფინანსების მიღებაში.

ყველა ახალი ამბავი
0