02:42 06 დეკემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0304
  • 100 RUB4.4551
  • USD3.3115
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
ავიამიმოსვლა საქართველოში (181)
50 0 0

ნათია თურნავას განცხადებით, ავიაკომპანიები ოპტიმიზმით უყურებენ საქართველოში ფრენების სამომავლო პერსპექტივებს, განსაკუთრებით, ტურიზმის აღდგენის კუთხით.

თბილისი, 30 ოქტომბერი – Sputnik. უნგრულმა ავიაკომპანია Wizz Air-მა შეიძლება ქუთაისში ფრენების ბაზა 2021 წლის გაზაფხულზე აღადგინოს, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ. 

მინისტრის თქმით, კომპანიას თავისი ბაზების შემცირება და ფრენების შეწყვეტა კორონავირუსის პანდემიის გამო მოუხდა. თუმცა ახლა საქართველოში ბაზის აღდგენის საკითხს კვლავ განიხილავს.

„Wizz Аir ვარაუდობს, რომ გაზაფხულზე საქართველოში ბაზებს აღადგენს. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს იყო პანდემიით გამოწვეული დროებითი გადაწყვეტილება და ბევრ ქვეყანაში ავიაკომპანიებს და, მათ შორის, Wizz Аir-ს თავისი ბაზების შემცირება და ფრენების შეწყვეტა მოუწია, მაგრამ ახლა ჩვენი ეკონომიკის განვითარებაში ხედავს პოზიტიურ ტრაექტორიას და აცხადებს, რომ გაზაფხულზე, დიდი ალბათობით, აქ ბაზა აღდგება“, – განაცხადა თურნავამ ჟურნალისტებთან.

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ავიაკომპანიები ოპტიმიზმით უყურებენ საქართველოში ფრენების სამომავლო პერსპექტივებსა და ტურიზმის აღდგენის შესაძლებლობებს. თუმცა, მისი თქმით, ეს ერთბაშად არ მოხდება და პროცესი ეტაპობრივი იქნება.

დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air ქართულ საავიაციო ბაზარზე 2012 წლიდან ოპერირებს. იგი ერთ-ერთი წამყვანი ავიაკომპანია გახდა საქართველოში, რომელმაც 2,5 მილიონზე მეტი მგზავრის გადაყვანა უზრუნველყო, რამაც ბოლო წლებში მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ავიამიმოსვლისა და ტურიზმის გაძლიერებას. ავიაკომპანია ფრენებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ასრულებს.

თემები:
ავიამიმოსვლა საქართველოში (181)

მთავარი თემები