01:00 28 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9545
  • 100 RUB4.3692
  • USD3.3164
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
47 0 0

საკოლექციო მონეტების თემაა „საქართველოს მეფეები“. ამჯერად კონკურსი ეძღვნება დავით აღმაშენებელსა და თამარ მეფეს.

თბილისი, 23 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკი ახალი საკოლექციო მონეტების დიზაინის შექმნის მიზნით კონკურსს აცხადებს. ინფორმაცია გამოქვეყნებულია ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე.

საქართველოს ისტორიის პოპულარიზაციის მიზნით ბანკი მუშაობს საკოლექციო მონეტების სერიაზე „საქართველოს მეფეები“, ამჯერად კონკურსი ცხადდება ორ თემაზე: „დავით აღმაშენებელი“ და „თამარ მეფე“.

„ამ ფორმით ქართული ეროვნული ვალუტა კიდევ ერთხელ შეუწყობს ხელს ქვეყნის ისტორიული წარსულის პოპულარიზებას. მსგავსად მოთხრობილი და გამთლიანებული ქვეყნის ისტორია კი უკვე თავისთავად შეიძლება იქნას აღქმული, როგორც კონკრეტული გზავნილი თანამედროვეობისადმი“, – ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აღნიშნული სერიის ფარგლებში დავით აღმაშენებლისა და თამარ მეფის თემებზე საკოლექციო დანიშნულების მონეტების გამოშვება 2021 წელს არის დაგეგმილი.

საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის ვერცხლისა და ოქროს მონეტების დიზაინის ესკიზების შესარჩევად გამოცხადებული კონკურსის პირობები ასევე ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.

მთავარი თემები