საქართველოში მიმოქცევაში 2020 წლის გამოშვების კუპიურები გამოვიდა

გამოწერა
ქართული ეროვნული ვალუტა მიმოქცევაში 1995 წლის 2 ოქტომბრიდან შემოვიდა. ახალი ბანკნოტები მიმოქცევაში წინა წლების გამოშვების იმავე ნომინალის ბანკნოტების პარალელურად იქნება.

თბილისი, 19 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკის დადგენილების თანახმად, მიმოქცევაში გამოვიდა 2020 წლის გამოშვების 50 ლარის ნომინალის ბანკნოტები. 

ლარის კუპიურები - Sputnik საქართველო
რა კავშირშია ლარის კურსის ცვლილება მიმოქცევაში ლარის მასის ცვლილებასთან

ახალი ბანკნოტები მიმოქცევაში წინა წლების გამოშვების იმავე ნომინალის ბანკნოტების პარალელურად იქნება. მათი დიზაინი სრულად შეესაბამება 2016 წლის გამოშვების იმავე ნომინალის ბანკნოტის დიზაინს.

ქართული ეროვნული ვალუტა მიმოქცევაში 1995 წლის 2 ოქტომბრიდან შემოვიდა. 2016 წელს დაიწყო ბანკნოტების განახლება უფრო დაცული ახალი დიზაინით. 2016 წლის 1 თებერვლიდან მიმოქცევაში გამოვიდა 20 და 50 ლარის ნომინალის ბანკნოტები, იმავე წლის 1 ნოემბრიდან – 100 ლარის ნომინალის ბანკნოტები, 2017 წლის 1 სექტემბრიდან – 5 ლარის ნომინალის, 2019 წლის 1 ოქტომბრიდან კი – 10 ლარის ნომინალის ბანკნოტები.

2019 წლის მონაცემებით, ქვეყანაში მიმოქცევაში იყო 4,137 მლრდ ლარი. მთლიანი მიმოქცევიდან 14,5%-ს 50-ლარიანი კუპიურა შეადგენდა. აქედან ამ ნომინალის 2016 წელს გამოშვებული კუპიურა საერთო რაოდენობის 81,5%-ს შეადგენდა. ამასთან, 2019 წელს გამოვლენილი იქნა 50 ლარის ნომინალის კუპიურის გაყალბების 963 შემთხვევა, რაც 2019 წელს გამოვლენილი ყალბი კუპიურების 22,8%-ს შეადგენს.

ყველა ახალი ამბავი
0