19:13 24 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9215
  • 100 RUB4.3481
  • USD3.3073
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს ეკონომიკა (830)
68 0 0

სავალუტო ბაზრის სტაბილიზაციის მიზნით, ექვს თვეში ეროვნულმა ბანკმა 18 აუქციონი ჩაატარა, რომლებზეც გაყიდული თანხა ნახევარ მილიარდ დოლარს აღემატება

თბილისი, 22 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ხუთშაბათს მორიგი სავალუტო აუქციონი ჩაატარა, რომელზეც 30 მილიონი დოლარი გაყიდა, ლარის საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა დოლარის მიმართ 3,2173 GEL/$1 შეადგინა. 

სავალუტო ბაზრის სტაბილიზაციის მიზნით, ექვს თვეში ეროვნულმა ბანკმა 18 აუქციონი ჩაატარა, რომლებზეც 569,65 მილიონი დოლარი გაყიდა. ლარის ანტირეკორდი 2020 წლის 27 მარტს დაფიქსირდა, როდესაც ეროვნული ვალუტა დაეცა ნიშნულამდე 3.4842 GEL/$1.

პარასკევისთვის, 23 ოქტომბრისთვის, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა აშშ დოლარის მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა – 3,2181 GEL/$1.

მანამდე, ეროვნულმა ბანკმა განაცხადა, რომ გამოიყენებდა მის განკარგულებაში არსებულ ყველა ინსტრუმენტს ფასების სტაბილურობის შესანარჩუნებლად, მათ შორის, სავალუტო ინტერვენციებსა და სააღრიცხვო განაკვეთებს.

სავალუტო აუქციონებთან ერთად ეროვნული ბანკი ზედმეტი რყევების შესამცირებლად ყოველდღიურად იყენებს ინტერვენციებს. კერძოდ, როდესაც გაცვლითი კურსის რყევა დღის განმავლობაში წინასწარ დადგენილ ნიშნულს ასცდება, ეროვნული ბანკი გარკვეულ თანხაზე უცხოური ვალუტით ვაჭრობაში მონაწილეობს.

გარდა ამისა, წელს ეროვნული ბანკი ინტერვენციისთვის იყენებს ვალუტას, რომელსაც ქვეყანა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისგან კრედიტებისა თუ გრანტების სახით კორონავირუსის პანდემიის შედეგების აღმოსაფხვრელად იღებს.

დოლარის მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2009 წლის მაისიდან Bloomberg-ის სავაჭრო სისტემის ბანკთაშორის ბაზარზე გარიგებების აგრეგირების მეშვეობით განისაზღვრება. 1 ოქტომბრიდან ქართული სავალუტო ბაზარი Bmatch Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობაზე გადავიდა.

თემები:
საქართველოს ეკონომიკა (830)

მთავარი თემები