16:13 19 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9801
  • 100 RUB4.4446
  • USD3.2994
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (2862)
50 0 0

მთავრობის მეთაურის განცხადებით, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რესურსები ამოუწურავი არ არის. უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და გავუფრთხილდეთ ქვეყნის შემდგომი ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობას.

თბილისი, 19 ოქტომბერი – Sputnik. წერტილოვანი შეზღუდვები, დისციპლინა და წესების დაცვა არის გასაღები, რომელიც გვიტოვებს შესაძლებლობას, ეკონომიკა კი არ გავანადგუროთ, არამედ, პირიქით, გავაძლიეროთ, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათშორისი საბჭოს სხდომის შემდეგ.

პარლამენტში კორონავირუსმა შეაღწია: ორ დეპუტატს კორონავირუსი დაუდასტურდა>>

სექტემბრის დასაწყისიდან საქართველოში მკვეთრად იმატა კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ. ბოლო დღეებში ყოველდღიური მაჩვენებელი ათასს გადასცდა.

„წერტილოვანი შეზღუდვები და დისციპლინის და მკაცრი წესების დაცვა, რაც არის პირბადის ტარება, დისტანციის დაცვა – ეს არის ის გასაღები, რომელიც გვიტოვებს შესაძლებლობას, გრძელვადიან პერსპექტივაში, ვირუსთან თანაცხოვრების გზით, ჩვენი ეკონომიკა არ გავანადგუროთ და პირიქით – გავაძლიეროთ. ეს არის, რაზეც უნდა შევთანხმდეთ და ამ შეთანხმების შემდგომ უნდა გვესმოდეს, რომ არანაირი პანიკის საფუძველი ვაიპოლიტიკოსების და ვითომ ექსპერტების მხრიდან არ არსებობს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, ინფიცირების შემთხვევების მატება მოსალოდნელი იყო.

„ყოველთვის ვამბობდით, რომ მეორე ტალღის პირობებში ინფიცირებულების ზრდა იქნებოდა, თუმცა ჩვენ ამ ზრდის რესურსი გაგვაჩნია. დღეს ჯანდაცვის სისტემა უფრო მომზადებულია, ვიდრე იყო 6-7 თვის წინ, თუმცა ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რესურსები ამოუწურავი არ არის. პირველ რიგში, უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და გავუფრთხილდეთ ქვეყნის შემდგომი ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობას“, – განაცხადა გახარიამ.

ბოლო 24 საათში 1186 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 18663-ს მიაღწია.

კორონავირუსის ბოლო შემთხვევები რეგიონების მიხედვით: დღის სტატისტიკა>>

საქართველოში  სულ გამოჯანმრთელდა 8338 ადამიანი, გარდაიცვალა – 143, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6407, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 836 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1420 ადამიანი იმყოფება.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

თემები:
COVID-19 საქართველოში (2862)

მთავარი თემები