00:07 21 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7763
  • 100 RUB4.1332
  • USD3.2117
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
121 0 0

ოქროს ბეჭედი ერთ-ერთია იმ პროდუქტების ხუთეულში, რომელიც წელიწადის განმავლობაში ყველაზე მეტად გაძვირდა

თბილისი, 10 ოქტომბერი - Sputnik. სექტემბერში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ქორწინების 958 სინჯის ოქროს ბეჭედზე – ფასი 42,34%-ით გაიზარდა, ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

ოქროს ბეჭედი ერთ-ერთია იმ პროდუქტების ხუთეულში, რომელიც წელიწადის განმავლობაში ყველაზე მეტად გაძვირდა. ამასთან, ოქრო საქართველოს 10 უმსხვილეს საექსპორტო პროდუქტს შორისაც ხვდება.

მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მისი ექსპორტი 30.7%-ით გაიზარდა.

კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წლის 1-ელ 8 თვეში საქართველოდან 59,581 მლნ აშშ დოლარის ოქრო გავიდა ექსპორტზე, მაშინ როცა 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი – 45,595 მლნ დოლარი იყო.

მთავარი თემები