21:55 22 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8267
  • 100 RUB4.1869
  • USD3.2274
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (258)
89 0 0

პარტიის ლიდერის თქმით, იმ პირობებში, როდესაც ბევრმა მოქალაქემ სამსახური დაკარგა, მათ უბრალოდ არ აქვთ კრედიტების გადახდის შესაძლებლობა

თბილისი, 10 ოქტომბერი – Sputnik. ოპოზიციური პარტია „ჩვენი საქართველო — სოლიდარობის ალიანსი“ მოსახლეობაში ხელმოწერების შეგროვებას იწყებს პეტიციაზე, რომელიც საბანკო შეღავათებს შეეხება, განაცხადა პარტიის ერთ–ერთმა ლიდერმა ლაშა ვერულიძემ.

საბანკო კრედიტებზე მაღალი პროცენტები ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილის უკმაყოფილების მიზეზია. ბევრი მათგანის თქმით, სწორედ ამის გამო უწირს კრედიტების გადახდა.

„ქვეყანაში უნდა დასრულდეს უსამართლო სოციალური პოლიტიკა და გადაიხედოს საბანკო რეგულაციები, რომლებიც ტვირთად აწევს თითქმის ყველა მოქალაქეს“, — აცხადებს ვერულიძე.

მისი თქმით, მძიმე ეკონომიკურ პირობებში, როდესაც ბევრმა მოქალაქემ სამსახური დაკარგა, მათ უბრალოდ არ აქვთ კრედიტების გადახდის შესაძლებლობა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საგანგებო მდგომარეობის პერიოდში მოქალქეებს კრედიტების გადახდა სამი თვით გადაუვადდათ. თუმცა გადავადების შემდეგ ბევრ მოვალეს ბანკისთვის დამატებითი თანხების გადახდამ მოუწია.

თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (258)

მთავარი თემები