პეტიცია საბანკო შეღავათებზე: „სოლიდარობის ალიანსი“ ხელმოწერებს აგროვებს

© photo: Sputnik / Stringerგოგონა TBC bank-ის ბანკომატთან
გოგონა TBC bank-ის ბანკომატთან - Sputnik საქართველო
გამოწერა
პარტიის ლიდერის თქმით, იმ პირობებში, როდესაც ბევრმა მოქალაქემ სამსახური დაკარგა, მათ უბრალოდ არ აქვთ კრედიტების გადახდის შესაძლებლობა

თბილისი, 10 ოქტომბერი – Sputnik. ოპოზიციური პარტია „ჩვენი საქართველო — სოლიდარობის ალიანსი“ მოსახლეობაში ხელმოწერების შეგროვებას იწყებს პეტიციაზე, რომელიც საბანკო შეღავათებს შეეხება, განაცხადა პარტიის ერთ–ერთმა ლიდერმა ლაშა ვერულიძემ.

მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
რას გვპირდება სააკაშვილის პარტია არჩევნების შემდეგ? მოკლედ და გასაგებად

საბანკო კრედიტებზე მაღალი პროცენტები ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილის უკმაყოფილების მიზეზია. ბევრი მათგანის თქმით, სწორედ ამის გამო უწირს კრედიტების გადახდა.

„ქვეყანაში უნდა დასრულდეს უსამართლო სოციალური პოლიტიკა და გადაიხედოს საბანკო რეგულაციები, რომლებიც ტვირთად აწევს თითქმის ყველა მოქალაქეს“, — აცხადებს ვერულიძე.

მისი თქმით, მძიმე ეკონომიკურ პირობებში, როდესაც ბევრმა მოქალაქემ სამსახური დაკარგა, მათ უბრალოდ არ აქვთ კრედიტების გადახდის შესაძლებლობა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საგანგებო მდგომარეობის პერიოდში მოქალქეებს კრედიტების გადახდა სამი თვით გადაუვადდათ. თუმცა გადავადების შემდეგ ბევრ მოვალეს ბანკისთვის დამატებითი თანხების გადახდამ მოუწია.

ყველა ახალი ამბავი
0