რაჭა რთვლისთვის ემზადება – ამბროლაურში საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა

© photo: Sputnik / Stringerრთველი რაჭაში
რთველი რაჭაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
წელს რაჭაში ღვინო „ხვანჭკარის“ სანედლეულო ბაზის – „ალექსანდროულისა“ და „მუჯურეთულის“ უპრეცედენტო რაოდენობას – 2500 ტონამდე მოსავალს ელოდებიან.

თბილისი, 9 ოქტომბერი – Sputnik. რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში ყურძნის მოსავლის ორგანიზებულად დაბინავების მიზნით რთვლის საკოორდინაციო შტაბი ქალაქ ამბროლაურში გაიხსნა, იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო.

წელს რაჭაში ღვინო „ხვანჭკარის“ სანედლეულო ბაზის, ყურძნის ჯიშების „ალექსანდროულისა“ და „მუჯურეთულის“ უპრეცედენტო რაოდენობას – 2500 ტონამდე მოსავალს ელოდებიან.

რთველი - Sputnik საქართველო
რთველი 2020: მევენახეებმა 240 ათას ტონამდე ყურძენი ჩააბარეს

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის ლევან მეხუზლას განცხადებით, უხვი მოსავლისა და COVID-19 პანდემიის ფონზე მეღვინეობა-მევენახეობის დარგში არსებული გამოწვევების მიუხედავად, რაჭაში რთველი წარმატებით ჩატარდება და არც ერთი კილოგრამი ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩება.

მოსახლეობა მოსავლის დაბინავებას უკვე 10 ოქტომბრიდან შეძლებს.

„ხვანჭკარის" ჯიშობრივი სიზუსტის მიზნით რთვლის პროცესში ჩართული იქნებიან ამპელოგრაფები, ხოლო რეგიონის შემოსასვლელებში მოწყობილია სპეციალური ბლოკ-პოსტები, რათა არ მოხდეს ყურძნის სხვა მუნიციპალიტეტებიდან შემოტანა და მუჯურეთულ/ალექსანდროულში შერევა“, – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

უკვე 20 ათასზე მეტმა ფერმერმა უკვე ჩააბარა ყურძნის მოსავალი საწარმოებს - Sputnik საქართველო
რთველს კორონავირუსის არ ეშინია: კახეთში ყურძნის დიდი მოსავალი მიიღეს – ფოტო

ყურძნის ჩასაბარებელი პუნქტები ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფელში და ქალაქ ამბროლაურში გაიხსნება.

რაც შეეხება კახეთს, აქ რთველი დასასრულს უახლოვდება. დღევანდელი მონაცემებით, რეგიონში გადამუშავებულია 260 ათას ტონამდე ყურძენი.

კახეთში მიმდინარე წელს COVID-19 პანდემიის შედეგად დაზარალებული მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მხარდასაჭერად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, „რქაწითელისა“ და „კახური მწვანეს“ ჯიშის ყურძნის სუბსიდირება ხორციელდება.

ყველა ახალი ამბავი
0