05:02 22 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8267
  • 100 RUB4.1869
  • USD3.2274
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
სოციალური სფერო საქართველოში (225)
55 0 0

კოორნავირუსის პანდემიის დაწყებისთანავე, ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში მცირე სასტუმროების ბიზნესს შეღავათები დაუწესდა.

თბილისი, 8 ოქტომბერი - Sputnik. მცირე საოჯახო სასტუმროების დახმარების მიზნით, ბანკებს სესხების რესტრუქტურიზაციის თხოვნით მივმართეთ, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

საპროტესტო აქციები და შიმშილობა საქართველოს რეგიონებში - რას ითხოვენ მომიტინგეები >>

მცირე საოჯახო სასტუმროების საბანკო სესხების შემდგომი რესტრუქტურიზაციის შესახებ მინისტრმა საქართველოში მოქმედი წამყვანი ბანკების ხელმძღვანელობასთან გამართულ ონლაინ შეხვედრაზე იმსჯელა.

ნათია თურნავას განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულის ტურისტული სეზონი ადგილობრივი ტურიზმის წყალობით ჩატარდა, პანდემიის გამო ტურისტული ინდუსტრია საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, კვლავაც განიცდის პრობლემებს.

„აქედან გამომდინარე, ჩვენ ვიცით და კარგად გვესმის ტურიზმის ინდუსტრიის წინაშე არსებული გამოწვევები, განსაკუთრებით კი მცირე საოჯახო სასტუმროების პრობლემები, ვისაც მძიმედ აწევს ბანკების წინაშე არსებული დავალიანება“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, პანდემიის დაწყებისთანავე, ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში მთავრობა გვერდში დაუდგა ამ ბიზნესს და ძალიან ბევრი შეღავათი დაუწესა. თუმცა, თანადგომა ამ ბიზნესებს კვლავაც სჭირდებათ.

„სწორედ ამ მიზნით გუშინ წამყვან ბანკებთან, მათი მაღალი რანგის მენეჯმენტთან ონლაინ შეხვედრა გავმართეთ,  ვესაუბრეთ და ვთხოვეთ, რომ კვლავინდებურად მოახდინონ იმ სესხების რესტრუქტურირება, რომელიც  მცირე საოჯახო სასტუმროებს დაუგროვდათ, რადგან პანდემიით გამოწვეული პრობლემები გრძელდება და ჩვენ ყველა კვლავაც გვერდში უნდა დავუდგეთ მათ. ბანკების მხრიდან მოვისმინეთ მზადყოფნა, რომ როგორც კი მცირე საოჯახო სასტუმროების მეპატრონეები მიმართავენ, მზად არიან, თითოეული კონკრეტული გარემოების გათვალისწინებით, განიხილონ სესხების შემდგომი რესტრუქტურიზაციის შესაძლებლობა“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

მოიხსნება თუ არა შეზღუდვები აჭარაში: ეპიდემიოლოგების პასუხი >>

 შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები ეკატერინე მიქაბაძე და ირაკლი ნადარეიშვილი, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი პაპუნა ლეჟავა და ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძე.

საქართველოს მთავრობამ სექტემბრის დასაწყისში მცირე და საშუალო სასტუმროებისთვის საბანკო კრედიტის პროცენტის სუბსიდირების 6-დან 12-თვემდე ვადით გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო. აგვისტოს მონაცემებით, საბანკო პროცენტის სუბსიდირებით 687-მა მცირე და საშუალო სასტუმრომ ისარგებლა.

თემები:
სოციალური სფერო საქართველოში (225)

მთავარი თემები