21:23 25 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8137
  • 100 RUB4.2174
  • USD3.2202
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს სოფლის მეურნეობა (158)
65 0 0

2020 წელს ატმისა და ვაშლატამას მთლიანი ექსპორტის 66% რუსეთში გავიდა, 30% - სომხეთში. დანარჩენი ექსპორტი განხორციელდა აზერბაიჯანში, ყაზახეთში, უკრაინაში, პოლონეთში, მოლდოვაში, სლოვენიაში, სინგაპურსა და ყატარში.

თბილისი, 6 ოქტომბერი - Sputnik. 2020 წლის 1 მაისიდან 4 ოქტომბრამდე პერიოდში, ექსპორტზე გავიდა 25.3 ათასი ტონა ატამი და ვაშლატამა, რომლის ღირებულებამ 21.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ნათქვამია სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებაში.

აღნიშნულ პერიოდში ატმისა და ვაშლატამას ექსპორტის მოცულობა 2-ჯერ აღემატება 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული ექსპორტის მოცულობას, ხოლო ექსპორტირებული პროდუქციის ღირებულება 8.8 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა.

მიმდინარე წელს წარმოებული ატმისა და ვაშლატამას ექსპორტი, ძირითადად, განხორციელდა შემდეგ ქვეყნებში: რუსეთი - 16 769 ტონა (66%), სომხეთი - 7 510 ტონა (30%), აზერბაიჯანი - 567 ტონა (2%).

აღნიშნული ქვეყნების გარდა, ექსპორტი განხორციელდა ყაზახეთში, უკრაინაში, პოლონეთში, მოლდოვაში, სლოვენიაში, სინგაპურსა და ყატარში.

მოსავლის შეუფერხებლად დაბინავებისა და რეალიზებისთვის სრული დატვირთვით მუშაობდა 22 სამაცივრო მეურნეობა.

ატმის ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და გაცემა „ერთი ფანჯრის“ პრინციპით განხორციელდა. პროცესში ჩართულები იყვნენ  ფიტოსანიტარიული და საბაჟო სამსახურების წარმომადგენლები.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც  აქტიურად მუშაობდა ინფორმაციის მოპოვების, სისტემატიზაციის, ფერმერებისა და ატმის რეალიზატორების  დაკავშირების მიმართულებებით.

მიმდინარე წელი ატმისა და ვაშლატამას განსაკუთრებით მაღალი მოსავლით გამოირჩეოდა. წარმოების ზრდასთან ერთად, გაიზარდა ხარისხიც, აცხადებენ სოფლის მეურნეობის სამინისტროში.

თემები:
საქართველოს სოფლის მეურნეობა (158)

მთავარი თემები