საქართველოდან თხილის ექსპორტი კვლავ იზრდება

© Pixabay / Hansთხილი
თხილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, 2020 წელს მაღალი ხარისხის თხილის საპროგნოზო მოსავალი 50 ათასი ტონაა.

თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოდან ამ დროისათვის 5 458 ტონა თხილია ექსპორტირებული, იუწყება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. 

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გიორგი გახარია: 50 ათასი ტონა თხილის ექსპორტიდან რეგიონში შემოსავალი 100 მლნ დოლარი იქნება

უწყების ცნობით, ქართული თხილის ექსპორტი ძირითადად ევროკავშირის ბაზრებზე ხორციელდება, კერძოდ: გერმანიაში – 1747,4 ტონა, იტალიაში – 922,1 ტონა, ჩეხეთში – 338 ტონა, პოლონეთში – 192 ტონა, ესპანეთში – 165 ტონა, ლიეტუვაში – 160,7 ტონა, საფრანგეთში – 147 ტონა, საბერძნეთში – 74,7 ტონა, ავსტრიაში – 22 ტონა, ესტონეთში – 22 ტონა.

ამასთან, ქართული თხილი ექსპორტზე გადის ასევე ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა რუსეთი, სომხეთი, ბულგარეთი, ბელარუსი, უკრაინა, ბრაზილია, მექსიკა, კანადა, დიდი ბრიტანეთი, აშშ.

2020 წელს მაღალი ხარისხის თხილის საპროგნოზო მოსავალი 50 ათასი ტონაა. წელს თხილის დაბინავების პროცესში ჩართულია 30-ზე მეტი საწარმო.

ყველა ახალი ამბავი
0