07:52 30 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7913
  • 100 RUB4.0794
  • USD3.2338
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს ეკონომიკა (798)
182 0 0

მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტი პარლამენტში ნოემბერში უნდა შევიდეს. მას უკვე საკანონმდებლო ორგანოს ახალი შემადგენლობა დაამტკიცებს.

თბილისი, 6 ოქტომბერი – Sputnik. 2021 წლის ბიუჯეტის პროექტით სახელმწიფო სექტორში ხელფასების ზრდა გათვალისწინებული არ არის, განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ.

საქართველოს მთავრობამ პარლამენტში 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი შეიტანა. დოკუმენტის საპარლამენტო კომიტეტებში განხილვის გრაფიკის თანახმად, კანონპროექტი მთავრობას დასამუშავებლად დეპუტატების შენიშვნებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით 20 ოქტომბერს დაუბრუნდება. შემდეგ მთავრობის მიერ გადამუშავებული ბიუჯეტი პარლამენტს ნოემბერში დაუბრუნდება. ის მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა დაამტკიცოს საკანონმდებლო ორგანომ უკვე ახალი შემადგენლობით.

„ჩვენ მოვისმინეთ მოსაზრებები და შეფასებები, თითქოს მომავალი წლის ბიუჯეტში საჯარო სექტორში ხელფასები იზრდება. კიდევ ერთხელ განვმარტავ, სამწუხაროდ, ამის რესურსი ბიუჯეტს არ აქვს და 2021 წელს საჯარო სექტორში ხელფასების ზრდისთვის თანხა გათვალისწინებული არ არის“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.

მან აღნიშნა, რომ 2021 წელს შრომით ანაზღაურებაში ჩადებული, წლევანდელ ბიუჯეტთან შედარებით მომატებული თანხა არის რესურსი, რომელიც საჭიროა მიმდინარე წელს პოლიციასა და ჯარში გაზრდილი შრომის ანაზღაურების სრული წლის დაფინანსებისთვის.

„როგორც თქვენთვის ცნობილია, მიმდინარე წელს პოლიციასა და ჯარში გაიზარდა შრომის ანაზღაურება, ის მატება, რომელზეც არის საუბარი, სწორედ მათი ხელფასების დაფარვას მოხმარდება მთელი მომდევნო წლის განმავლობაში“, – განაცხადა კაკაურიძემ.

გარდა ამისა, კაკაურიძემ უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 2021 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია მიმდინარე წელს აღებული ვალების დაფარვის თანხა. მისი თქმით, ერთადერთი, რაც განსხვავებულია და დიდი მოცულობის ვალის დაფარვა ხდება, ეს არის ევრობონდების ნაწილი, რომლის დაფარვის ვალდებულება 2021 წელს გვაქვს და ბიუჯეტში ეს თანხაა გათვალისწინებული.

რას ხმარდება გაზრდილი სახელმწიფო ვალი და რა განრიგით მოუწევს ქვეყანას მისი გასტუმრება>>

უფრო ადრე კაკაურიძემ განაცხადა, რომ პარლამენტში წარდგენილ ბიუჯეტის ვერსიაში ჯერ არ არის ასახული პანდემიაზე გაწეული ხარჯები. კერძოდ, აუცილებელია იმ ხარჯების გათვალისწინება, რომელიც ვაქცინის შეძენას ან განმეორებით ტესტირებასა და მკურნალობას უკავშირდება.

თემები:
საქართველოს ეკონომიკა (798)

მთავარი თემები