საუკუნის პროექტი: აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალის მშენებლობა უღელტეხილზე გრძელდება

© Sputnik / STRINGERსაუკუნის პროექტი: აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალის მშენებლობა უღელტეხილზე გრძელდება
საუკუნის პროექტი: აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალის მშენებლობა უღელტეხილზე გრძელდება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამჟამად უღელტეხილზე ერთდროულად შენდება 50 ხიდი და 34 გვირაბი, რომლებიც აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს დააკავშირებს.

თბილისი, 2 ოქტომბერი – Sputnik. ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება ხიდებისა და გვირაბების მშენებლობა რიკოთის უღელტეხილზე, რომელიც აღმოსავლეთი–დასავლეთის საერთაშორისო ავტომაგისტრალის ნაწილს წარმოადგენს, იუწყება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.

ქუთაისის შემოვლითი გზის ახალი მონაკვეთი - Sputnik საქართველო
ხაშურის შემოვლითი ახალი გზა გაიხსნა - მარშრუტის ვიდეო

ამ ეტაპზე სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს რიკოთის საუღელტეხილო გზის ჩუმათელეთი–ხევის 11.7 კილომეტრიან, ხევი–უბისას 12.2 კილომეტრიან და უბისა–შორაპანის 13 კილომეტრიან მონაკვეთებზე. სულ პარალელურ რეჟიმში მუშაობა მიმდინარეობს 50 ხიდსა და 34 გვირაბზე.

მეოთხე, შორაპანი–არგვეთას მონაკვეთზე სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება.

რიკოთის უღელტეხილზე მთლიანობაში დაგეგმილია 51,6 კილომეტრი სიგრძის გზის მშენებლობა, რომელიც მოიცავს 96 ხიდსა და 53 გვირაბს. ახალი გზა საგზაო უსაფრთხოების ყველა სტანდარტის შესაბამისი იქნება. გზის მშენებლობა 2024 წლისთვის უნდა დასრულდეს. პროექტის განხორციელებაზე დაახლოებით ერთი მილიარდი დოლარი დაიხარჯება.

„რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მშენებლობა საუკუნის პროექტია, რომელიც ურთულეს გეოგრაფიულ მარშრუტზე და ურთულესი საინჟინრო კონსტრუქციებით სრულდება. ამჟამად რიკოთზე გადაადგილების საშუალო სიჩქარე 60 კმ/სთ-ია, მშენებლობის დასრულების შემდეგ კი სიჩქარე გაორმაგდება“, – ნათქვამია განცხადებაში.

დეპარტამენტში აღნიშნავენ, რომ რიკოთის მონაკვეთი ჩქაროსნული გზის მშენებლობაში ერთგვარი გარდამტეხი პროექტი იქნება, რადგან ამ პროექტის შედეგად დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში უკვე აშენებული ჩქაროსნული მონაკვეთები ერთმანეთს დაუკავშირდება.

რიკოთის უღელტეხილზე გზის მშენებლობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს - Sputnik საქართველო
აღმოსავლეთი–დასავლეთის ტრასა: როგორ შენდება ახალი გზა რიკოთის უღელტეხილზე – ფოტო

შედეგად – თუ დღეს წითელი ხიდიდან სარფამდე ჩასასვლელად საჭიროა 8 საათი, მაგისტრალის დასრულების შემდეგ საქართველოს ტერიტორიის გასავლელად საკმარისი იქნება 4–4,5 საათი.

აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალი, ანუ ევროპული სატრანზიტო გზა Е-60 სიდიდით მეორე ევროპული სატრანზიტო დერეფანია, რომელიც იწყება ბრესტში (საფრანგეთი) და მთავრდება ირკეშტამში (ყირგიზეთი). საქართველოში Е-60 ფოთთან ახლოს იწყება და აზერბაიჯანთან საზღვარზე მთავრდება. საქართველოში დერეფნის სიგრძე 392 კილომეტრს შეადგენს.

ყველა ახალი ამბავი
0