სსფ-ის პროგნოზი: საქართველოს ეკონომიკა 2021 წელს 5%-ით გაიზრდება

© photo: Sputnik / Stringerბათუმის პორტი
ბათუმის პორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ საქართველოს მთავრობის ქვეყნის ეკონომიკის კრიზისიდან გამოსვლისკენ მიმართულ ქმედებებს მთლიანობაში დადებითი შეფასება მისცა.

თბილისი, 17 სექტემბერი – Sputnik. საერთაშორისო სავალუტო ფონდი (სსფ) დაეთანხმა საქართველოს მთავრობის პროგნოზს და 2020 წელს ეკონომიკის ვარდნის მაჩვენებელი –4%-დან –5%-მდე გააუარესა, მაგრამ მომავალი წლის პროგნოზი დადებითად შეაფასა, განაცხადა ქვეყნის ფინანსთან მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.

საქართველოს ეკონომიკა მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა პანდემიისა და გლობალური კრიზისის ფონზე. საქართველოს მთავრობის ოფიციალური პროგნოზით, რაც სახელმწიფო ბიუჯეტში აისახა, 2020 წელს ეკონომიკური ვარდნა 5%-ს შეადგენს.

ქართული ეკონომიკა კვლავ მინუსებშია – სტატისტიკის ახალი მონაცემები>>

„საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან გვქონდა შუალედური შეხვედრა. ჩვენ შევჯერდით მიმდინარე წლის ეკონომიკის საბოლოო მაჩვენებელზე. მათი მოლოდინია, რომ წელს ეკონომიკა შემცირდება -5%-ით. ჩვენ მიგვაჩნია, რომ მომავალ წელს, და ამაში სავალუტო ფონდიც გვეთანხმება, ზრდა იქნება 5%-იანი“, – განაცხადა მაჭავარიანმა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი ვაშინგტონში - Sputnik საქართველო
სსფ რეგიონში ეკონომიკის აღდგენის პერსპექტივებზე

მისი თქმით, ეკონომიკის აღდგენის ტენდენციები ყველა სექტორში ჩანს, გარდა ტურიზმისა.

„აქედან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ 2021 წლისთვის უნდა გავაგრძელოთ ფისკალური სტიმულირების პროცესი, რათა ეკონომიკის აღდგენის პროცესი კიდევ უფრო დაჩქარდეს. ეს, რასაკვირველია, გულისხმობს იმას, რომ შემდეგი რამდენიმე წლის განმავლობაში კიდევ მაღალი დეფიციტის პირობებში ვიცხოვრებთ“, – აღნიშნა მინისტრმა.

როგორც მაჭავარიანმა განაცხადა, ქვეყანა 2023 წლისთვის უნდა დაუბრუნდეს ძველ მაჩვენებელს, რომელიც 3%-ზე ნაკლებია, რაც ქართული ეკონომიკისთვის ყველაზე უსაფრთხო მაჩვენებელია.

სსფ-ის მისიამ მერსედეს ვერა მარტინის ხელმძღვანელობით 8–14 სექტემბერს შეხვედრები ონლაინ–ფორმატში ჩაატარა. ამ შეხვედრების მიზანი იყო საქართველოს ეკონომიკისა და ფინანსური სექტორის მიმოხილვა და სტრუქტურული რეფორმების კუთხით მიღწეული პროგრესის შეფასება.

იუსტიციის სახლი, სადაც ეროვნული ბანკია განთავსებული - Sputnik საქართველო
ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით მონეტარული პოლიტიკა უცვლელი რჩება

როგორც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა, სსფ-ის მისიასთან შეხვედრაზე ასევე განიხილეს საკრედიტო პორფელის ზრდის ტემპებთან, დროებითი მეთვალყურეობის ჩარჩოებთან, საერთაშორისო რეზერვებთან და მათ გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხები.

„სსფ-ის მისიამ დადებითად შეაფასა ხელისუფლების მიერ პანდემიის პერიოდში გადადგმული ნაბიჯები და ასევე აღნიშნა, რომ სწორედ პანდემიამდე გატარებულმა გონივრულმა მაკროეკონომიკურმა პოლიტიკამ, რომელიც მოიცავს საერთაშორისო რეზერვების და ფისკალური ბუფერების დაგროვებას, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა იმაში, რომ ქვეყანა კარგად ახერხებს ამ კრიზისთან გამკლავებას“, – განაცხადა გვენეტაძემ.

პროგნოზები

საერთაშორისო ორგანიზაციები საქართველოსთვის წელს უარყოფითი ეკონომიკური ზრდის პროგნოზს აკეთებენ, თუმცა, ამავდროულად, გვპირდებიან, რომ 2021 წელს ქვეყანა ჩვეულ ცხოვრებისეულ რიტმს დაუბრუნდება.

აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს ეკონომიკის ვარდნის პროგნოზს გადახედა>>

უფრო ადრე სსფ ვარაუდობდა, რომ საქართველოს ეკონომიკის ვარდნა 2020 წელს –4%-ს შეადგენდა, ხოლო ინფლაცია – 4,6%-ს. სსფ-ის წინა შეფასებით, უკვე 2021 წელს საქართველოს ეკონომიკა 3%-ით გაიზრდებოდა, ხოლო ინფლაცია 3,7%-მდე შემცირდებოდა.

სატვირთო ტერმინალები ბათუმის პორტში - Sputnik საქართველო
საგარეო ბრუნვა: როგორ ვაჭრობს საქართველო პანდემიის პერიოდში

ანტირეკორდები და მიზეზები

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა „საქსტატმა“ განაცხადა, რომ ეკონომიკის ვარდნამ ივლისში 5,5% შეადგინა, ხოლო ანტირეკორდი იყო აპრილში – -16,6%. ბიზნეს–აქტიურობა განსაკუთრებით შემცირდა მშენებლობაში, ვაჭრობაში, ტრანსპორტში, სასტუმრო და რესტორნების სექტორებში. რაც შეეხება ექსპორტ–იმპორტს, აქ ვითარება უფრო უარესია: იმპორტი 17,9%-ით, ხოლო ექსპორტი 16,8%-ით შემცირდა.

საქმიანი აქტიურობის მკვეთრი შემცირების ძირითადი მიზეზი უცხოელი ტურისტების არარსებობაა. ბოლო დროს ტურისტულ ბიზნესს საქართველოში მშპ-ის დაახლოებით 11% ეკავა და ეს მაჩვენებელი ყოველწლიურად იზრდებოდა.

წელს მთავრობა ვარაუდობდა, რომ ქვეყანას დაახლოებით 10 მილიონი ტურისტი ესტუმრებოდა, რაც 2,5-ჯერ მეტია ქვეყნის მოსახლეობაზე. ციფრები, როგორც ჩანს, ბევრად ნაკლები იქნება. მაჩვენებელი ნულზე არაა იმ ტურისტების წყალობით, რომლებიც ქვეყანაში პანდემიამდე ჩამოვიდნენ. როდის ამუშავდება ტურიზმი სრული დატვირთვით, ამის თქმა ახლა არავის შეუძლია.

თურნავა: საქართველოს მოქალაქეებმა შიდა ტურიზმს კარგი დახმარება გაუწიეს>>

საქართველოში 15 ივნისიდან შიდა ტურიზმი გაიხსნა, მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, ზღვაში წვეთია – შემოსავლები შიდა ტურიზმიდან, საერთაშორისო ტურიზმთან შედარებით, დაახლოებით 1%-ს შეადგენს.

ყველა ახალი ამბავი
0