პატარძალი საქორწილო კაბის გარეშე, ანუ როგორ ავარიდოთ თავი დადგენილ აკრძალვებს

© photo: Sputnikსაქორწილო კაბა მანეკენზე ქუჩაში
საქორწილო კაბა მანეკენზე ქუჩაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
შრომის ინსპექციის მიერ ამ დღეებში აჭარაში ჩატარებულმა შემოწმებებმა თავისი შედეგი გამოიღო – დარღვევები და, შესაბამისად, ჯარიმები ნაკლებია.

თბილისი, 15 სექტემბერი – Sputnik. აჭარაში ობიექტების მხრიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო რეკომენდაციების დაცვის შესრულების შემოწმებისას ექვსი სარიტუალო დარბაზი დაჯარიმდა, განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ბექა ფერაძემ.

მასობრივი შემოწმებები გრძელდება: რამდენი სკოლაა მზად მოსწავლეების მისაღებად>>

ეპიდემიური ვითარების გაუარესებასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებამ 9 სექტემბერს ქვეყანაში რიგი შეზღუდვების დაწესების გადაწყვეტილება მიიღო. კერძოდ, აიკრძალა კულტურული და სპორტული ღონისძიებების ჩატარება 200-ზე მეტი ადამიანის მონაწილეობით, სარიტუალო ღონისძიებების – ქორწილების, ქელეხების, იუბილეების, დღესასწაულების გამართვა, დაიკეტა ღამის კლუბები. შრომის ინსპექცია აქტიურად ამოწმებს, თუ რამდენად იცავენ ობიექტები დადგენილ აკრძალვებს. მონიტორინგში ჩართული არიან სურსათის ეროვნული სააგენტო, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების სამეთვალყურეო სამსახურები და შსს.

კაფე–საკონდიტრო Dona ბათუმში - Sputnik საქართველო
შრომის ინსპექცია აჭარაში ობიექტების შემოწმებას განაგრძობს

„მისასალმებელია, რომ ტენდენცია ზოგადად არის ნაკლები და ჩვენ ყოველდღიურად სულ უფრო და უფრო ნაკლები ობიექტის დაჯარიმება გვიწევს ამ მიმართულებით. მიუხედავად ამისა, სამწუხაროდ, აჭარის რეგიონში მოგვიხდა ექვსი სარიტუალო დარბაზის დაჯარიმება იმისთვის, რომ მათ კვლავ განახორციელეს სოციალური ღონისძიება. ქვეყნის მასშტაბით ჯამში დაჯარიმებულია ამ მიმართულებით 20 ბიზნეს-სუბიექტი... აქ გარკვეულწილად მოდიფიცირებას განიცდის და ხშირ შემთხვევაში მაინც ცდილობს სხვადასხვა ადამიანი, რომ რეგულაციების გვერდის ავლით განახორციელოს სოციალური ღონისძიება, მაგალითად, ჩვენ ვნახეთ, რომ სადედოფლო კაბის გარეშე ხორციელდებოდა ქორწილი“, – განაცხადა ფერაძემ.

მისი თქმით, აჭარაში ყველა ხალხმრავალი ადგილი შეამოწმეს – ექვსი ბაზრობა და თითქმის 150 ობიექტი.

ბათუმში ოთხი ღამის კლუბი დახურეს>>

„ექვსი ბაზრის 150 მეწარმეს მიეცა გაფრთხილება. ჯამში შეიძლება ითქვას, რომ ამ მიმართულებით გარკვეულწილად დამაკმაყოფილებელი იყო ვითარება, თუმცა კვლავ განემარტათ მეწარმე-სუბიექტებს და შემოწმების აქტზე ხელმოწერით დაადასტურეს ნაკისრი ვალდებულებების გაცნობა. გარდა ამისა, დაახლოებით 150 ობიექტზე განვახორციელეთ სამი დღის განმავლობაში ზედამხედველობა, მოხდა მათი გაფრთხილება, ასევე გეგმური მონიტორინგი“, – განაცხადა ფერაძემ.

კაფე ბათუმში - Sputnik საქართველო
შრომის ინსპექციამ ბათუმში სხვადასხვა ობიექტი შეამოწმა და დააჯარიმა

მან ასევე აღნიშნა, რომ ბარებთან, რესტორნებთან და კვების ობიექტებთან დაკავშირებული მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. შეამოწმეს ასეთი რვა ობიექტი, აქედან დაჯარიმდა ერთი, ხოლო დანარჩენები გააფრთხილეს და რეკომენდაციები კიდევ ერთხელ გააცნეს.

აჭარაში ასევე შეამოწმეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის 927 ერთეული. პირბადის ტარებაზე გაფრთხილება მიიღო 358-მა მგზავრმა.

ფერაძის განცხადებით, მთლიანობაში ვითარება აჭარაში დამაკმაყოფილებელია. მონიტორინგი მთელ ქვეყანაში გრძელდება, მაგრამ განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ისეთ დიდ ქალაქებს, როგორიც თბილისი და ქუთაისია.

ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსის 2392 შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის დაწყებიდან გამოჯანმრთელდა 1369 ადამიანი, გარდაცვლილია 19 პაციენტი.

კორონავირუსის პირველი შემთხვევა ქვეყანაში 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0