ყველაფერი მშპ-ს შესახებ - „საქსტატმა“ ეროვნული ანგარიშების ახალი პორტალი წარადგინა

© photo: Sputnik / Vitaly Timkiv / გადასვლა მედიაბანკშინავთობის საქაჩი
ნავთობის საქაჩი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეროვნული ანგარიშების პორტალი ქვეყნის ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების ანალიტიკური გაანალიზების შესაძლებლობას იძლევა.

თბილისი, 9 სექტემბერი - Sputnik. საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ეროვნული ანგარიშების ახალი ინტერაქტიული პორტალი წარადგინა.

თბილისი - Sputnik საქართველო
კორონავირუსი საქართველოს ეკონომიკას ურტყამს: "საქსტატი" ახალ მონაცემებს აქვეყნებს

„საქსტატის“ აღმასრულებელი დირექტორის, გოგიტა თოდრაძის განცხადებით, ეროვნული ანგარიშების პორტალი ქვეყნის ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების ანალიტიკური გაანალიზების შესაძლებლობას იძლევა.

პორტალი სამი ნაწილისგან შედგება: მთლიანი შიდა პროდუქტი,   ეროვნული ანგარიშები და რეგიონული ანალიზი. პორტალში სპეციალური სექციაა, სადაც გრაფიკულად წარმოდგენილია მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) წარმოების, დანახარჯებისა და შემოსავლების მეთოდების მიხედვით.

ამავე სექციაშია წარმოდგენილი მშპ-ს ნომინალური მნიშვნელობის, მშპ-ს რეალური ზრდის და ერთ სულზე მშპ-ს დინამიკა.

ეროვნული ანგარიშების ნაწილი მომხმარებელს საშუალებას აძლევს, გრაფიკულად იხილოს ეროვნული ანგარიშების სრული მიმდევრობა როგორც ცალკეული წლისთვის, ისე დინამიკაში წლების მიხედვით. რაც შეეხება რეგიონული  ანალიზის ნაწილს,  ის წარმოგვიდგენს მშპ-ს სტრუქტურას და დინამიკას რეგიონების მიხედვით, რაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს რეგიონული ანალიზისას.

ყველა ახალი ამბავი
0