18:40 20 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8057
  • 100 RUB4.2817
  • USD3.2140
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს ენერგეტიკა (95)
93 0 0

ელექტროგამანაწილებელი კომპანიის თანამფლობელი შპს „ბესთ ენერჯი გრუპი“ გახდება, რომელმაც საჯარო აუქციონში გაიმარჯვა

თბილისი, 9 სექტემბერი - Sputnik. სახელმწიფო „საპარტნიორო ფონდმა“ ელექტროგამანაწილებელ კომპანია „თელასში“ თავისი აქციების 24,5% გაყიდა, ნათქვამია ფონდის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

რატომ ყიდის საპარტნიორო ფონდი „თელასის“ აქციებს >>

სს „თელასი“ არის საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი ქსელური კომპანია, რომელიც თბილისში ელექტროენერგიის განაწილებაზეა პასუხისმგებელი. კომპანია ელექტროენერგიით ამარაგებს 600 ათას მომხმარებელს. 2003 წლის აგვისტოში „თელასი“ შევიდა რუსეთის სახელმწიფო ჯგუფ „ინტერ რაოს“ შემადგენლობაში. ჰოლდინგს „თელასის“ აქციების 75% ეკუთვნის.

„საპარტნიორო ფონდის“ ოფისში სს „თელასის“ კაპიტალში კუთვნილი აქციების წილის - 24.529%-ის გასასხვისებლად საჯარო აუქციონი ჩატარდა. საჯარო აუქციონში გამარჯვებულად შპს „ბესტ ენერჯი გრუპი“ დასახელდა, რომელმაც აქციები 10 527 467 აშშ დოლარად შეიძინა“, - ნათქვამია განცხადებაში.

საჯარო აუქციონის საწყისი ფასი შეადგენდა 10 511 211.08 აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარში.

ფონდის ინფორმაციით, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ კანონის თანახმად, აუქციონის გამარჯვებული ვერ გახდება აქციათა პაკეტის მფლობელი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თანხმობის გარეშე.

„საპარტნიორო ფონდი“ არის სახელმწიფო საინვესტიციო ფონდი, დაფუძნებული 2011 წელს. მისი საქმიანობის მთავარი მიმართულება - საქართველოში საინვესტიციო პროექტების განვითარების საწყის ეტაპზე თანამონაწილეობის გზით ინვესტირების წახალისებაა. ამ მომენტში მთავრობა იხილავს მისი რეფორმირების საკითხს.

ფონდის მიზანია თანამშრომლობის განვითარება საჯარო და კერძო სექტორებს შორის საინვესტიციო პროექტების განსახორციელებლად, სამუშაო ადგილების შესაქმნელად, უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად და ქვეყნის ეკონომიკის გასავითარებლად. ფონდი ფუნქციონირებს ოთხ სექტორში - ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, მრეწველობისა და უძრავი ქონების. ფონდის ფინანსური მონაწილეობა შემოიფარგლება პროექტის მთლიანი კაპიტალის 49%-ით და პროექტის ჯამური ღირებულების 25%-ით. დანარჩენი კაპიტალი სტრატეგიული ინვესტორის მიერ იფარება.

საპარტნიორო ფონდი მართავს რამდენიმე სახელმწიფო კომპანიას, მათ შორის, საქართველოს რკინიგზას, ნავთობისა და გაზის კორპორაციას, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, შპს „ბესთ ენერჯი გრუპი“ საქართველოშია დარეგისტრირებული და მისი მფლობელი ხვიჩა მაქაცარიაა.

თემები:
საქართველოს ენერგეტიკა (95)

მთავარი თემები