საქართველო საკუთარ წილს „თელასში“ 10,5 მილიონ დოლარად გაყიდის

© photo: Sputnik / Stringerთელასი
თელასი - Sputnik საქართველო
გამოწერა
აუქციონის გამარჯვებული აქციების პაკეტის მფლობელი ვერ გახდება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თანხმობის გარეშე

თბილისი, 11 აგვისტო - Sputnik. „საპატრნიორო ფონდმა“ ელექტროგამანაწილებელ კომპანია „თელასში“ თავისი აქციების 24,5%-ის გაყიდვა გადაწყვიტა. აუქციონი 9 სექტემბერს დაინიშნა, ნათქვამია ფონდის განცხადებაში.

„თელასი" საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქსელური კომპანიაა, რომელიც თბილისში ელექტროენერგიის განაწილებასა და გასაღებას უზრუნველყოფს. კომპანია ელექტროენერგიას 600 ათასზე მეტ აბონენტს აწვდის. 2003 წლის აგვისტოში „თელასი" ჯგუფ „ინტერ რაოს" შემადგენლობაში შევიდა. ჰოლდინგს „თელასის“ აქციების 75% ეკუთვნის.

ნათია თურნავა - Sputnik საქართველო
გარიგება საქართველოსა და „ინტერ-რაოს" შორის არ იქნება: სასამართლო დავა გრძელდება

საჯარო აუქციონის საწყისი ფასი შეადგენს 10,5 მლნ აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში. ბიჯის ოდენობაა 50 000 ლარი.

აუქციონის დროს დაფიქსირებული ფასი დაკონვერტირდება აშშ დოლარებში აუქციონის გამოცხადების დღისთვის ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი გაცვლითი კურსით შესაბამისად.

ფონდის ცნობით, აუქციონში გამარჯვებული ვერ შეიძენს აქციებს, თუ „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით ვერ მიიღებს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თანხმობას.

„საპარტნიორო ფონდი" სახელმწიფო საინვესტიციო ფონდია, რომელიც 2011 წელს დაარსდა. მისი მთავარი დანიშნულება საინვესტიციო პროექტების განვითარების საწყის ეტაპზე თანამონაწილეობის გზით (კაპიტალში თანაინვესტირება, სუბორდინირებული სესხი და ა.შ.) საქართველოში ინვესტიციების წახალისებაა. ამჟამად მთავრობა მისი რეფორმირების საკითხს განიხილავს.

ქართული ბიზნეს-ცენტრის გახსნა ჩინეთში - Sputnik საქართველო
ინვესტორების ძიებაში: საქართველოს საპარტნიორო ფონდმა ჩინეთში მემორანდუმი გააფორმა

ფონდის მიზანია თანამშრომლობის განვითარება საჯარო და კერძო სექტორებს შორის საინვესტიციო პროექტების განსახორციელებლად, სამუშაო ადგილების შესაქმნელად, უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად და ქვეყნის ეკონომიკის გასავითარებლად. ფონდი ოთხ სექტორში ფუნქციონირებს – ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, წარმოებისა და უძრავი ქონების. საპარტნიორო ფონდის ფინანსური თანამონაწილეობა პროექტის ჯამური კაპიტალის 49%-ით და პროექტის ჯამური ღირებულების 25%-ით შემოიფარგლება. დანარჩენ კაპიტალს სტრატეგიული ინვესტორი უზრუნველყოფს.

საპარტნიორო ფონდი ახორციელებს რამდენიმე სახელმწიფო კომპანიის მმართველობას, მათ შორის არის საქართველოს რკინიგზა, ნავთობისა და გაზის კორპორაცია, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა და „თელასი“.

ყველა ახალი ამბავი
0