00:29 19 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8057
  • 100 RUB4.2817
  • USD3.2140
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს ეკონომიკა (747)
64 0 0

კორონავირუსის პანდემიის ფონზე პრობლემები შეეხო როგორც საავტომობილო სექტორს, ისე ავიაგადაზიდვებსა და რკინიგზას.

თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. 2020 წლის იანვარი–ივლისის პერიოდში საქართველოს სატრანსპორტო სექტორი 154,8 მილიონ მგზავრს მოემსახურა, რაც 60,6 მილიონით ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, იუწყება ტელეკომპანია Imedi საქართველოს ეკონომიკის სამინისტროზე დაყრდნობით. 

ოფიციალური მონაცემებით, ყველაზე დიდი კლება საავტომობილო სექტორში შეინიშნება. თუ 2019 წლის შვიდი თვის განმავლობაში ტრანსპორტის ეს სექტორი 210,7 მილიონ მგზავრს მოემსახურა, მიმდინარე წლის აღნიშნულ პერიოდში ამ მაჩვენებელმა 153,4 მილიონი შეადგინა.

ანალოგიური ვითარებაა სამოქალაქო ავიაციაშიც. იანვარი–ივლისში სამოქალაქო ავიაცია 0,7 მილიონ მგზავრს მოემსახურა, მაშინ, როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 3,1 მილიონს შეადგენდა.

კლება შეიმჩნევა რკინიგზაშიც – მიმდინარე წლის შვიდ თვეში აღნიშნული მომსახურებით 0,7 მილიონმა მგზავრმა ისარგებლა, რაც 1 მილიონით ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

თემები:
საქართველოს ეკონომიკა (747)

მთავარი თემები