23:24 20 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8057
  • 100 RUB4.2817
  • USD3.2140
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს სოფლის მეურნეობა (137)
47 0 0

მოსავალი არ უნდა დაიკარგოს – სახელმწიფო ფერმერებს დარგის ინვესტირებით არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციაში დაეხმარება.

თბილისი, 9 სექტემბერი – Sputnik. შიდა ქართლის ფერმერებს სახელმწიფო არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციაში დაეხმარება – გორში ამუშავდა შტაბი, რომელიც ამ პროცესს გაუწევს კოორდინაციას, იუწყება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

ყურძნის შემდეგ ვაშლი: რა დახმარებას მიიღებენ კომპანიები>>

საქართველოში, ძირითადად, შიდა ქართლში წელს ვაშლის უხვ მოსავალს ელოდებიან – 120 ათას ტონაზე მეტს. თუმცა ვაშლის დიდი მოსავალი იქნება მთელ მსოფლიოშიც, რაც მასზე ფასის ვარდნას გამოიწვევს. აქედან გამომდინარე მთავრობა გარკვეულ ინტერვენციებს ახორციელებს იმ ფერმერებისა და კომპანიების მხარდასაჭერად, რომლებიც ხილის გადამუშავების სფეროში მუშაობენ.

სუბსიდირების პროგრამის თანახმად, სახელმწიფო კომპანიებს 0,1 ლარს აუნაზღაურებს ერთ კილოგრამზე, თუ ისინი ფერმერებისგან 1 კილოგრამ არასტანდარტულ ვაშლს მინიმუმ 0,22 ლარად ჩაიბარებენ.

„სამრეწველო ვაშლის შეუფერხებლად გადამუშავების ხელშეწყობისთვის გორში საკოორდინაციო შტაბი იმუშავებს. გასულ წელთან შედარებით, წელს ვაშლის მოსავალი სამჯერ მეტია... კორონავირუსის პანდემიის გამო ფასები გლობალურად არის შემცირებული. იმისთვის, რომ ჩვენი ფერმერების ინტერესები იყოს გათვალისწინებული... მივიღეთ გადაწყვეტილება, ხელი შევუწყოთ კერძო სექტორს, მოახდინოს მაქსიმალური რაოდენობის ვაშლის გადამუშავება“, – განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

კომპანიების მსყიდველუნარიანობის გაზრის მიზნით სახელმწიფო მთლიანად დააფინანსებს კომპანიის მიერ ვაშლის ყიდვისთვის აღებული კრედიტის პროცენტს „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტის ფარგლებში. კომპანიებს კრედიტის აღება 21 ნოემბრამდე შეუძლიათ.

„აგროკრედიტის პროგრამას დაემატა ახალი კომპონენტი, რაც კომპანიების იაფ ფულად რესურსებზე წვდომის და გაზრდილი ფასით მეტი ვაშლის შეძენის საშუალებას აძლევს“, – აღნიშნა დავითაშვილმა.

ამგვარად, შეღავთების მიღებას მთავრობისგან შეძლებენ ის ფერმერები და კომპანიები, რომლებიც საკოორდინაციო შტაბში რეგისტრაციას გაივლიან ელექტრონული ფორმით.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, წელს პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში ახალგაშენებული ბაღების პროგნოზირებული მოსავლიანობა 10 ათას ტონაზე მეტს შეადგენს, ხოლოს 2021 წელს მოსავალი ორჯერ მეტი იქნება.

თემები:
საქართველოს სოფლის მეურნეობა (137)

მთავარი თემები