ყურძნის შემდეგ ვაშლი: რა დახმარებას მიიღებენ კომპანიები

© photo: Sputnikვაშლი
ვაშლი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სოფლის მეურნეობის მინისტრის თქმით, სახელმწიფო სრულად დააფინანსებს კომპანიის მიერ ვაშლის შესასყიდად აღებული სესხის პროცენტს.

თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. ვაშლის გადამამუშავებელ საწარმოებს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე დამატებით ფინანსური რესურსები გაუჩნდათ, განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

წელს საქართველოში, ძირითადად შიდა ქართლის რეგიონში, ვაშლის დიდ მოსავალს ელოდებიან – 120 ათას ტონაზე მეტს. თუმცა, ვაშლის დიდ მოსავალს ელოდებიან მთელ მსოფლიოშიც, ამიტომ მთავრობა ფერმერებისა და კომპანიების დასახმარებლად გარკვეულ ინტერვენციას ახორციელებს.

ყურძენი - Sputnik საქართველო
რთველი 2020: კახეთში 2,5 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული

მინისტრის თქმით, მსყიდველობითი უნარის გაზრდის მიზნით კომპანიების საბრუნავი კაპიტალი დაფინანსდება, კერძოდ, სახელმწიფო სრულად დააფინანსებს კომპანიის მიერ ვაშლის შესასყიდად აღებული სესხის პროცენტს.

"ჩვენ სუბსიდირება მოვახდინეთ, რათა ბაზარზე ვაშლის ფასი ფერმერებისთვის მისაღები იყოს, მაგრამ, ამასთან ერთად, მნიშვნელოვანი იყო ჩვენი კომპანიების მსყიდველობითი უნარი გაგვეზარდა და ამ შემთხვევაში ხორციელდება საბრუნავი საშუალებების დაფინანსება", – განაცხადა დავითაშვილმა.

მისი თქმით, კომპანიებს სესხის აღება 21 ნოემბრამდე შეუძლიათ და ამ სესხის პროცენტის ნაწილს სახელმწიფო დააფინანსებს.

„ეს მართლა გააძლიერებს და გაზრდის კერძო სექტორის მხრიდან მოთხოვნებს და, რა თქმა უნდა, შესაძლებელს გახდის – წარმატებით დავაბინაოთ ვაშლის ის დიდი მოსავალი, რომელიც წელს გვაქვს", – აღნიშნა დავითაშვილმა.

ადრე გავრცელებული ინფორმაციით, სუბსიდირების პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო კომპანიებს ერთ კილოგრამში 0,1 ლარს აუნაზღაურებს, თუ ისინი ფერმერებისგან ერთ კილოგრამ არასტანდარტულ ვაშლს 0,22 ლარად ჩაიბარებენ.

ყველა ახალი ამბავი
0