რთველი 2020: როგორ მიმდინარეობს ყურძნის ჩაბარების პროცესი – ახალი მონაცემები

© photo: Sputnik / Stringerრთველი
რთველი  - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მთავრობამ წელს დარგის მხარდასაჭერად „რქაწითელისა“ და „კახური მწვანეს“ ჯიშის ყურძნის სუბსიდირება გადაწყვიტა.

თბილისი, 9 სექტემბერი – Sputnik. „რთველი 2020“-ის ფარგლებში ამ დროისთვის ჩაბარებულია 11 ათასი ტონა ყურძენი, იუწყება საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტო.

ამ ეტაპზე საკოორდინაციო შტაბში უკვე დარეგისტრირებულია ღვინის მწარმოებელი 140 კომპანია. ისინი მოსავლის რეალიზების პროცესში ეტაპობრივად ჩაერთვებიან. ჩაბარებული ყურძნის ღირებულებამ 10,6 მლნ ლარს გადააჭარბა.

რთველი  - Sputnik საქართველო
რთველში სტუდენტები ჩაერთვებიან

ქარხნები ყოველდღიურად 2 ათას ტონაზე მეტ ყურძენს ამუშავებენ.

საქართველოს მთავრობამ წელს COVID-19-ის პანდემიის შედეგად დაზარალებული მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მხარდასაჭერად „რქაწითელისა“ და „კახური მწვანეს“ ჯიშის ყურძნის სუბსიდირება გადაწყვიტა.

სუბსიდიას მიიღებენ ის კომპანიები, რომლებიც შეისყიდიან და გადაამუშავებენ ამ ჯიშების სულ ცოტა 1 ათას ტონა ყურძენს. ამასთან, ღვინის ქარხნებს დადგენილი აქვთ ერთი კილოგრამი ყურძნის ფასი – არანაკლებ 80 თეთრისა. სახელმწიფოს სუბსიდია ერთ კილოგრამზე 30 თეთრს შეადგენს.

მთავრობა 2020 წლის რთველის სუბსიდირებას ახორციელებს>>

სააგენტოს მონაცემებით, უკვე ჩაბარებულია 6 ათასი ტონა „რქაწითელი“, ერთ ტონაზე მეტი „კახური მწვანე“ და ორი ათასი ტონა „საფერავი“.

„რთველი 2020“-ის საკოორდინაციო შტაბი თელავში 24-საათიან რეჟიმში მუშაობს და აქტიურ კოორდინირებას უწევს სახელმწიფო ორგანოების, მეწარმეებისა და მევენახეების ურთიერთობებს.

ყველა ახალი ამბავი
0