11:03 22 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8050
  • 100 RUB4.2349
  • USD3.2295
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს მთავრობა (82)
62 0 0

პროექტი Log-in Georgia საქართველოს მთავრობამ მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობით 2020-2025 წლებში ფართოზოლიანი ქსელების განვითარების ეროვნული სტრატეგიის ფარგლებში შეიმუშავა.

თბილისი, 1 სექტემბერი — Sputnik. მსოფლიო ბანკმა 35,7 მილიონი ევროს მოცულობის დაფინანსება გამოყო პროექტ Log-in Georgia-ს განხორციელებისთვის, რომლის მიზანია საქართველოს სოფლის მოსახლეობის, საწარმოებისა და საჯარო დაწესებულებების მაღალი ხარისხის, ფართოზოლიან ინტერნეტთან დაკავშირება ხელმისაწვდომ ფასად და ციფრული სერვისების გამოყენების ხელშეწყობა, ნათქვამია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში. 

შესაბამის შეთანხმებას ელექტრონულად ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსმა.

„ეს დააჩქარებს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას, კიდევ უფრო გაამყარებს მისი როგორც ინოვაციური ჰაბის და ინვესტიციებისთვის მიმზიდველი ქვეყნის პოზიციას და ასევე უზრუნველყოფს სტაბილურ აღდგენას COVID-19-ის პანდემიის ფონზე“, – განაცხადა მოლინეუსმა.

პროექტი Log-in Georgia სამი კომპონენტისგან შედგება: ფართოზოლიან ინტერნეტთან წვდომის ზრდა, მაღალსიჩქარიან ინტერნეტთან დაკავშირებული ციფრული სერვისების გამოყენების ხელშეწყობა და პროექტის დანერგვის მხარდაჭერა. 

პროექტის განხორციელების შედეგად ათასამდე სოფელს, მათ შორის ქვეყნის მაღალმთიან რეგიონებში, სადაც ნახევარი მილიონი მოქალაქე ცხოვრობს, შესაძლებლობა ექნება ისარგებლოს მაღალხარისხიანი ინტერნეტით და ისეთი სერვისებით, როგორიცაა ელექტრონული ჯანდაცვა, განათლება, მართვა.

პროექტს ხუთი წლის მანძილზე განახორციელებს კომპანია Open Net კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მხარდაჭერითა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ზედამხედველობით.

პროექტი Log-in Georgia საქართველოს მთავრობამ მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობით 2020-2025 წლებში ფართოზოლიანი ქსელების განვითარების ეროვნული სტრატეგიის ფარგლებში შეიმუშავა. სტრატეგიას 2020 წლის იანვარში პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მოაწერა ხელი. 

თემები:
საქართველოს მთავრობა (82)

მთავარი თემები