21:11 18 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7603
  • 100 RUB4.2518
  • USD3.1886
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს სოფლის მეურნეობა (135)
95 0 0

ბრუცელოზი ქრონიკულად მიმდინარე ზოონოზური ინფექციური დაავადებაა, რომლითაც ავადდება როგორც  მსხვილფეხა, ისე  წვრილფეხა პირუტყვი.

თბილისი, 29 აგვისტო - Sputnik. სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარები ბრუცელოზის საწინააღმდეგო ვაქცინაციას მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებენ, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამ ეტაპზე სამცხე-ჯავახეთის საზაფხულო საძოვრებზე სხვადასხვა რეგიონიდან მიგრირებული წვრილფეხა პირუტყვის აცრები მიმდინარეობს. კერძოდ, ცხვრის და თხის ვაქცინაცია თვალში ჩაწვეთების თანამედროვე მეთოდით ხორციელდება.

გარდა ამისა, დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინაცია უტარდება მსხვილფეხა პირუტყვსაც. დღეისათვის, ქვეყნის მასშტაბით აცრილია 90 ათასამდე სული საქონელი.

ვაქცინაცია სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.

ბრუცელოზის მასობრივი ტესტირება 2014 წლიდან დაიწყო. 2015 წელს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ექსპერტების მონაწილეობით შემუშავდა გრძელვადიანი სტრატეგია, რომელიც ბრუცელოზთან ბრძოლის კომპლექსური ღონისძიებების (სერომონიტროინგი, ვაქცინაცია) ეტაპობრივ განხორციელებას ითვალისწინებს.

საქართველოში აღნიშნული პროგრამა 2016 წლიდან ხორციელდება და დღევანდელი მონაცემებით ბრუცელოზზე ვაქცინირებულია 7 მლნ-ზე მეტი სული მსხვილფეხა პირუტყვი და 257 ათასზე მეტი სული წვრილფეხა პირუტყვი.

ბრუცელოზი ქრონიკულად მიმდინარე ინფექციური დაავადებაა, რომლითაც ავადდება მრავალი სახეობის ცხოველი, მათ შორის მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვი. ბრუცელოზით ავადდება ადამიანიც. ინფიცირების წყარო დაავადებული ცხოველი და მისგან მიღებული პროდუქტებია.

თემები:
საქართველოს სოფლის მეურნეობა (135)

მთავარი თემები