04:05 19 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8057
  • 100 RUB4.2817
  • USD3.2140
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს სოფლის მეურნეობა (135)
110 0 0

გასულ წელთან შედარებით ამ სეზონზე ხილის ექსპორტი საქართველოდან იმპორტიორ ქვეყნებში თითქმის გაორმაგდა

თბილისი, 26 აგვისტო - Sputnik. 25 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოდან 23 109 ტონა ატმისა და ვაშლატამას ექსპორტი განხორციელდა, რაც 10 ათასი ტონით აღემატება 2019 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელს, იუწყება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

ქართული ხილის მთავარი იმპორტიორი ქვეყნები არიან რუსეთის ფედერაცია (14906 ტონა), სომხეთი (7 202 ტონა), აზერბაიჯანი (567 ტონა).

ექსპორტი ხორციელდება ასევე ყაზახეთში (112,9 ტონა), უკრაინაში (99 ტონა), მოლდავეთში ((89,6 ტონა), პოლონეთში (74,0 ტონა), სლოვენიასა (57,3 ტონა) და სინგაპურში (0,04 ტონა).

ამასთან, სამინისტროს მონაცემებით, სამაცივრე და შემნახველი საწარმოები მოსავლის განთავსებისა და შეუფერხებელი რეალიზაციისთვის სრული სიმძლავრით მუშაობენ.

ხილის ექსპორტის უზრუნველსაყოფად აუცილებელი დოკუმენტაცია მზადდება და გაიცემა „ერთი ფანჯრის“ პრინციპით. პროცესში ჩართული არიან ფიტოსანიტარული და საბაჟო სამსახურების წარმომადგენლები.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც აქტიურად მუშაობს ინფორმაციის მოძიებასა და შეკრებაზე, სისტემატიზაციაზე, ფერმერთა და დისტრიბუტორთა მოზიდვაზე. 

თემები:
საქართველოს სოფლის მეურნეობა (135)

მთავარი თემები