საქართველოდან ექსპორტირებულია თითქმის 24 ათასი ტონა ატამი და ვაშლატამა

© Sputnik / Vladimir Umikashviliატმის მოსავალი კახეთში
ატმის მოსავალი კახეთში - Sputnik საქართველო
გამოწერა
გასულ წელთან შედარებით ამ სეზონზე ხილის ექსპორტი საქართველოდან იმპორტიორ ქვეყნებში თითქმის გაორმაგდა

თბილისი, 26 აგვისტო - Sputnik. 25 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოდან 23 109 ტონა ატმისა და ვაშლატამას ექსპორტი განხორციელდა, რაც 10 ათასი ტონით აღემატება 2019 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელს, იუწყება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

ფოთის პორტი - Sputnik საქართველო
რომელი ქვეყნები ყიდულობენ ქართულ პროდუქციას პანდემიის პერიოდში

ქართული ხილის მთავარი იმპორტიორი ქვეყნები არიან რუსეთის ფედერაცია (14906 ტონა), სომხეთი (7 202 ტონა), აზერბაიჯანი (567 ტონა).

ექსპორტი ხორციელდება ასევე ყაზახეთში (112,9 ტონა), უკრაინაში (99 ტონა), მოლდავეთში ((89,6 ტონა), პოლონეთში (74,0 ტონა), სლოვენიასა (57,3 ტონა) და სინგაპურში (0,04 ტონა).

ამასთან, სამინისტროს მონაცემებით, სამაცივრე და შემნახველი საწარმოები მოსავლის განთავსებისა და შეუფერხებელი რეალიზაციისთვის სრული სიმძლავრით მუშაობენ.

ხილის ექსპორტის უზრუნველსაყოფად აუცილებელი დოკუმენტაცია მზადდება და გაიცემა „ერთი ფანჯრის“ პრინციპით. პროცესში ჩართული არიან ფიტოსანიტარული და საბაჟო სამსახურების წარმომადგენლები.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც აქტიურად მუშაობს ინფორმაციის მოძიებასა და შეკრებაზე, სისტემატიზაციაზე, ფერმერთა და დისტრიბუტორთა მოზიდვაზე. 

ყველა ახალი ამბავი
0