20:16 18 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7603
  • 100 RUB4.2518
  • USD3.1886
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
ტრანსპორტი საქართველოში (330)
67 0 0

სარკინიგზო და ავიაგადაზიდვების შემცირების გამო ტვირთის გადამუშავება გაიზარდა საზღვაო მარშრუტების სასარგებლოდ, რაც კორონავირუსის პანდემიამ გამოიწვია.

თბილისი, 24 აგვისტო – Sputnik. „ბათუმის ნავთობტერმინალმა“ წლის პირველ ნახევარში 3 მილიონ ტონაზე მეტი ტვირთები გადაამუშავა, რაც 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 18%-ით მეტია, ნათქვამია ყაზახური კომპანია „ყაზტრანსოილის“ განცხადებაში, რომელიც „ბათუმის ნავთობტერმინალის“ 100%-ის მფლობელია.

განცხადების თანახმად, ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გადაზიდვა 409 ათას ტონამდე შემცირდა, რაც 2019 წლის პირველი ნახევრის მონაცემზე 16%-ით ნაკლებია.

„ეს შემცირება უკავშირდება თურქმენეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებს, ასევე მოთხოვნილების შემცირებას გამჭვირვალე ნავთობპროდუქტებზე კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ვითარების გამო“, – განმარტავენ კომპანიაში.

ტვირთების გადაზიდვის მოცულობის ზრდა 2020 წლის იანვარი–ივნისში განპირობებულია მშრალი ტვირთების 124 ათასი ტონით, ანუ 37%-ით გაზრდით, ასევე კონტეინერული ტვირთების 506 ტონით, ანუ 38%-ით ზრდით.

ეს მაჩვენებლები მიღწეულია „ბათუმის საზღვაო პორტის“ მიერ დადებული გრძელვადიანი კონტრაქტების შედეგად მსხვილ რეგიონულ კლიენტებთან და კონტეინერებით შემოტანილი იმ ავტოტრანსპორტის შეღავათიანი პირობების პერიოდის გახანგრძლივებით, რომლებიც შემდეგ რეგისტრაციას გადიან ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ტერიტორიაზე.

გარდა ამისა, მშრალი ტვირთების მოცულობა კორონავირუსის პანდემიის გამო სარკინიგზო და ავიაგადაზიდვების შემცირების გამო საზღვაო ტრანსპორტის მიმართულებით გაიზარდა.

„ბათუმის ნავთობტერმინალის“ კონსოლიდირებული შემოსავლები 2020 წლის პირველი ნახევრის შედეგებით 21%-ით, 12 მილიონ დოლარამდე გაიზარდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. კონსოლიდირებულმა ხარჯებმა შეადგინა 11,1 მლნ დოლარი, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 46%-ით ნაკლებია. კონსოლიდირებულმა სუფთა მოგებამ აღნიშნულ პერიოდში 943 ათასი დოლარი შეადგინა.

„ბათუმის ნავთობტერმინალს“ შპს „ბათუმის საზღვაო პორტის“ ექსკლუზიური მართვის 100% ეკუთვნის.

თემები:
ტრანსპორტი საქართველოში (330)

მთავარი თემები