კახელ ფერმერებს სეტყვის შედეგად მიღებული ზარალი აუნაზღაურდებათ

© photo: Sputnik / STRINGERსეტყვისგან დაზიანებული ვაზი
სეტყვისგან დაზიანებული ვაზი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ერთია, კარგი მოსავალი მიიღო და მეორე – ის შეინარჩუნო რეგიონში, სადაც სეტყვა არცთუ იშვიათი მოვლენაა. აქ უკვე ფერმერების დასახმარებლად სადაზღვევო კომპანიები ერთვებიან.

თბილისი, 14 აგვისტო – Sputnik. კახეთში აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ ბენეფიციარებს სეტყვის შედეგად მიყენებული ზარალი აუნაზღაურდებათ, იუწყება ტელეარხი Imedi სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოზე დაყრდნობით.

სადაზღვევო კომპანიებმა ზარალი უკვე დაითვალეს და მზად არიან – აანაზღაურონ.

ვენახი - Sputnik საქართველო
სეტყვით დაზარალებულ მევენახეებს ზარალს უნაზღაურებენ

სახელმწიფო აგროდაზღვევის ერთ-ერთმა ბენეფიციარმა დავით დოლმაზაშვილმა ქარიშხლისა და სეტყვის გამო მოსავლის დაახლოებით 75% დაკარგა. კომპენსაციის სახით ის თითქმის 39 ათას ლარს მიიღებს.

სააგენტოს 2020 წლის ივლისის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით სახელმწიფო აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში უკვე გაიცა 15 422 პოლისი, ხოლო დაზღვეულმა ფართობმა 15 ათასი ჰექტარი შეადგინა. ეს 2019 წლის ამავე პერიოდთან შედარებით 24%-ით მეტია. დაზღვეული მოსავლის ღირებულება 140 მლნ ლარს აჭარბებს.

საქართველოში შეღავათებით საწვავზე 100 ათასზე მეტმა ფერმერმა ისარგებლა>>

აგროდაზღვევის პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს, რომლებიც ფლობენ ან ფაქტობრივ მფლობელობაში აქვთ მაქსიმუმ 5 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.

ყველა ახალი ამბავი
0